Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის ”პრაიმერში” მონაწილეობას არ აპირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'09 / 14:47

ალიანსი საქართველოსთვის ოპოზიციური ”პრაიმერის” ორგანიზებაში მონაწილეობას არ გეგმავს და პოლიტიკურ პარტიებს თბილისის მერობის ოპოზიციურ კანდიდატზე პოლიტიკური შეთანხმებისკენ მოუწოდებს.

”არსებულ გარემოში პრაიმერის ჩატარება მრავალ საფრთხეს ატარებს და გამოყენებული იქნება ოპოზიციური ძალებს შორის დაპირისპირებისთვის,”- ნათქვამია ალიანსის მიერ 30 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ალიანსმა საქართველოსთვის, რომელიც ჩვენი საქართველო-თავისუფალ დემოკრატებს, ახალ მემარჯვენეებსა და რესპუბლიკელებს აერთიანებს, თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად სოზარ სუბარი პოლიტიკურ სპექტრში პირველმა  ჯერ კიდევ სექტემბერში დაასახელა.

ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოსაკვეთად ”პრაიმერის” ჩატარების იდეას აქტიურად უჭერენ მხარს კონსერვატორები, ხალხის პარტია და ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა-სამართლიანი საქართველოსთვის. კონსერვატორ ზვიად ძიძიგურსა და ხალხის პარტიის ლიდერს კობა დავითაშვილს თბილისის მერობა სურთ.

თუმცა ”პრაიმერის” ამ საინიციატივო ჯგუფმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შედეგად წამყვანი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და დაიცავი საქართველოს ხელმძღვანელი ლევან გაჩეჩილაძე პრაიმერის იდეას სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა მხარს უჭერენ ოპოზიციური ერთობის იდეას.

”თუ, პირველ რიგში, მოხდა საერთო ოპოზიციური სპექტრის შეთანხმება [საერთო კანდიდატზე] ეს იქნება პრიორიტეტი, თუ არადა შემდეგ იქნება პრაიმერი,”- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ 29 დეკემბერს, კონსულტაციების შემდეგ და დასძინა: ”ჯერ-ჯერობით მონაწილეობას პრაიმერში მე პირადად არ ვაპირებ”.

ლეიბორსტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი პარტია ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

”ვინაიდან ჩვენ არ ვმონაწილეობთ ადგილობრივ არჩევნებში, რა თქმა უნდა, ჩვენ პრაიმერში მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა ნათელაშვილმა 28 დეკემბერს ”პრაიმერის” საინიციატივოს ჯგუფთან მოლაპარაკებების შემდეგ.

დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს ადგილობრივი არჩევნების ”ფარსში” მონაწილეობის მიღებას. არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავს ასევე ეროვნული ფორუმიც.

”ჩვენ გაგებით მოვეკიდებით იმ პარტიების პოზიციას, რომლებიც საერთოდ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ნამდვილად ვერ გავიგებთ იმ პარტიების პოზიციას, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ფართო ოპოზიციურ ერთობაზე და პრაიმერით ან მოლაპარაკებებით საერთო კანდიდატის შერჩევაზე უარს იტყვიან,”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 29 დეკემბერს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8