Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურების შესარჩევად კონსულტაციები იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 იან.'10 / 14:28

8 იანვარს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება კონსულტაციები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე სამ კანდიდატურაზე შეჯერების მიზნით.

როგორც Civil.ge-ს ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ეკა სირაძემ 7 იანვარს განუცხადა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ორ პოტენციურ კანდიდატურას განიხილავენ. თუმცა მან მათი ვინაობის გამხელისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა იმ მოტივით, რომ ჯერ-ჯერობით თავად ამ კანდიდატურების თანხმობა არ არსებობს.

სირაძის თქმით, კანდიდატურების შერჩევის პროცესში პრობლემას ქმნის ის წინაპირობა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს აუცილებელია გააჩნდეს საარჩევნო მოხელის სპეციალური სერთიფიკატი, ”რაც უამრავ ღირსეულ კანდიდატს არ აქვს”.

ცესკოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს უფლებამოსილება 1 იანვარს შეუწყდა და ის მოვალეობას ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე ასრულებს. თუმცა მან რამდენიმე დღის წინ არ გამორიცხა ამ თანამდებობაზე დარჩენა, თუკი პრეზიდენტი გადაწყვეტს მისი მეორე ვადით წარდგენას.

საარჩევნო კოდექსში დეკემბერში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ცესკოს თავმჯდმაორეობის სამ კანდიდატს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების საფუძველზე არაუგვიანეს 8 იანვრისა წარუდგენს ცესკოს ექვს ოპოზიციურ წევრს დასამტკიცებლად.

კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვთ შემდეგი პარტიების დანიშნულ წევრებს: რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ლეიბორისტები, მრეწველები, ქრისტიან-დემოკრატები და ჩვენ თვითონ.

კანონის თანახმად, ექვსი ოპოზიციური წევრიდან სულ მცირე 4 წევრის თანხმობაა საჭირო, რათა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან ერთი აირჩეს ფარული კენჭისყრით ცესკოს თავმჯდომარედ. ეს პროცედურა არაუგვიანეს 11 იანვრისა უნდა განხორციელდეს.

თუ ამ  ვადაში არ იქნა მოწვეული სხდომა, ან სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნა არჩეული, წარდგენილი 3 კანდიდატისგან პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით 7 დღის ვადაში ირჩევს ცესკოს თავმჯდომარეს, ნათქვამია კანონში.

პარლამენტში გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი ხმები მხოლოდ ნაციონალური მოძრაობას გააჩნია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14