Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ბელარუსს აქებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'10 / 16:28

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 14 იანვარს, რომ საქართველო ”მიესალმება ბელარუსის ხელმძღვანელობის პრინციპულ, შორსმჭვრეტელურ და მე ვიტყოდი, ბრძნულ პოზიციას ჩვენ ურთიერთობებთან  - ქართულ-ბელარუსულ ურთიერთობებთან მიმართებაში, ასევე დსთ-ს შიგნით ურთიერთობებში”.

ბათუმში ბელარუსის ვიცე-პრემიერთან ანდრეი კობიაკოვთან შეხვედრაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსი ”ბევრი გამოწვევის” წინაშე დგას.

”ძალიან ვაფასებ, იმ პრინციპულობას და ვაჟკაცობას, რომლითაც ბელარუსი ამ გამოწვევებს უმკლევდება. ბელარუსის დეპუტატების დიდმა ჯგუფმა, მე ვადევნებდი თვალს დებატებს, ღიად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ვაკვირდებით, რომ მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, მიუხედავად დიდი პრობლემებისა ევროპაში, მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს თქვენს გარშემო, პრინციპში, გააჩნიათ ძალიან რთული ეკონომიკური პრობლემები, ბელარუსი, მიუხედავად თქვენს ეკონომიკაზე ზეწოლისა სხვადასხვა მხრიდან, ბელარუსი თითქმის ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, დადებითი ბალანსითა და ეკონომიკური ზრდით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”მეორე მხრივ, თქვენ ახლა ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებთ და წარმატებებს გისურვებთ ყველაფერ ამაში. ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იცოდეთ, რომ ბელარუს ხალხს საქართველოში მეგობრები ჰყავს და ჩვენ დიდი სიმპათია გვაქვს თქვენი ქვეყნის, თქვენი ხალხის და თქვენი პოლიტიკური, სახელმწიფო მოღვაწეების მიმართ. ამრიგად, ყოველთვის მოხარულები ვიქნებით აქ გიმასპინძლოთ,” - დასძინა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ”ყოველთვის ახარებდა ჩვენ ბელარუს მეგობრებთან ურთიერთობები”.

”ზაფხულში მე ვაკვირდებოდი ბელორუსი ტურისტების უზარმაზარ ნაკადს, დასაწყისისთვის ის დიდია, მაგრამ ვფიქრობ, კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ძალიან სასიამოვნო ადამიანები არიან, ძალიან მეგობრულები, ძალიან დისციპლინირებულები და ძალიან სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა. ჩვენი სურვილია, რომ ეს კავშირები განვითარდეს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, რომ ქართველები დადიოდნენ ბელარუსში საქმიანი ვიზიტებით ან სასწავლებლად და პირიქით,” - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7