Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი აირჩევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 იან.'10 / 17:23

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ დააგროვა საჭირო ოთხი ხმა იმ ოპოზიციური პარტიებისა, რომლებიც ცესკოში არიან წარმოდგენილი; შესაბამისად, არჩევის პროცედურა უკვე პარლამენტში ინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიიღებს.

ცესკოში წარმოდგენილი ექვსი ოპოზიციური პარტიიდან დღეს გამართულ სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ოთხმა წევრმა მიიღო ქრისტიან-დემოკრატიული, ჩვენ თვითონ; მრეწველების და ასევე რესპუბლიკური პარტიებიდან, თუმცა ფარული კენჭისყრის შედეგად ვერცერთი კანდიდატი ვერ გავიდა.

სხდომაში მონაწილეობა არ მიუღიათ ცესკოში ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლებს.

ცესკოს ოპოზიციურ წევრთა განცხადებით, მათთვის სამივე კანდიდატი - ლევან თარხნიშვილი, რომელიც 2007 წლიდან ცესკოს თავმჯდომარე იყო და ამჟამადაც მოვალეობას ასრულებს; ზურაბ ხარატიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი; და ოთარ სიჭინავა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - არ იყო მისაღები და ამდენად, მათ არჩევანის საშუალება არ ჰქონდათ. 

”ეს სამი კანდიდატურა ჩემთვის კულუარულად ცნობილი იყო ჯერ კიდევ სამი კვირის წინ [ოფიციალურად კანდიდატები 12 იანვარს დასახელდნენ],”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ცესკოში ზურაბ მარაქველიძემ, რომელმაც სამივე კანდიდატი გადახაზა ბიულეტენში. 

კანონით დადგენილი ახალი ვადებით, პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს არსებული სამი კანდიდატიდან 21 იანვრამდე აირჩევს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
75