Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნოღაიდელი რუსეთის მიმართ მის ნაბიჯებს ”პოპულარულს” უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'10 / 11:18

ოპოზიციური მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ მისი ბოლოდროინდელი კონტაქტები რუსეთის ხელმძღვანელობასთან არაპოპულარულია საქართველოში.

”ეს არის პოპულარული ნაბიჯები,” - განაცხადა მან ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში 14 იანვარს, ”საქართველოს მოსახლეობას არ უნდა რუსეთთან ურთიერთობების აწყობა და დალაგება, თუ მტრობა შენარჩუნდება. საქართველოს მოსახლეობას უნდა, რომ ამ მტრობიდან ჩვენ გადავიდეთ ნორმალურ ურთიერთობაზე მაინც... ესაა სწორედ ის შეკვეთა, რომელსაც მე ვასრულებ”.

ნოღაიდელი გასულ წელს ოთხჯერ ეწვია მოსკოვს და დეკემბრის ბოლოს გამართული ვიზიტის დროს იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. მის ამ ნაბიჯს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის, განსაკუთრებით კი რესპუბლიკური პარტიის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოყვა.

ნოღაიდელის თქმით, საქართველოს კარგი ურთიერთობები სჭირდება რუსეთთან ორი ძირითადი მიზნის გამო - ”იმისათვის, რომ საქართველოს გაერთიანების შანსი შევინარჩუნოთ და იმისათვის, რომ რუსეთი, როგორც ბაზარი დავიბრუნოთ”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13