Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტრასბურგის სასამართლოში გირგვლიანის საქმის მოსმენა გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 იან.'10 / 15:12

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში სანდრო გირგვლიანის საქმის განხილვა, რომელიც 2 თებერვალს იყო დანიშნული, გადაიდო იმის გამო, რომ საქართველოდან დანიშნულმა მოსამართლემ თვითაცილება მოითხოვა.

”მოსმენის ახალი თარიღი ჩაინიშნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა წარმოადგენს დროებით მოსამართლეს,”- განუცხადეს Civil.ge-ს ევროსასამართლოს პრესსამსახურში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში Civil.ge-ს განუცხადეს, რომ ევროსასამართლოს მიერ დაწესებული ვადების თანახმად, საქართველოს მთავრობა დროებით მოსამართლეს 12 თებერვლამდე წარადგენს. ამავე ცნობით, ჯერ-ჯერობით მოსამართლე შერჩეული არ არის და ასევე ”ცნობილი არ არის”, თუ რა მოტივით მოხდა წინა მოსამართლის აცილება.

ადვოკატმა შალვა შავგულიძემ, რომელიც გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოში, განუმარტა Civil-ge-ის, რომ საქართველოდან დანიშნულმა მოსამართლემ ნონა წოწორიამ თვითაცილება მოითხოვა ამ საქმეზე, რის შემდეგაც სასამართლომ საქართველოს მხარეს ერთი კვირის ვადაში დროებითი მოსამართლის დანიშვნა თხოვა. თუმცა, მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც, ერთ კვირაში ახალი მოსამართლის დანიშვნა არ მოხდა, ქართულ მხარეს ამისთვის პროცედურით გათვალისწინებული დამატებით კიდევ ერთი თვე მიეცა - ეს ვადა 12 თებერვალს იწურება.

”ქალბატონ ნონას თუ ჰქონდა მოტივაცია მოეხდინა აცილება, უფრო სწორი იქნებოდა ეს თავიდანვე გაეკეთებინა,”- განაცხადა შავგულიძემ.

მისი ინფორმაციით, ამ საქმეზე ზეპირი მოსმენა თავდაპირველად ნოემბერში იყო ჩანიშნული, თუმცა, მისი თქმით, ქართველი მოსამართლეების ”მოუცლელობის” მოტივით ის 2 თებერვლისთვის გადაიდო.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლო საქმეზე სახელწოდებით ”ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” საჯარო მოსმენას გეგმავს. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ამ საქმეში დარღვეულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება); მე-3 მუხლი (წამების აკრძალვა); მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); მე-13 მუხლი (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება).

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13