Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის დამკვირვებლები ოსი ეროვნების მოქალაქის დაკავების გარემოებებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 იან.'10 / 11:41

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში განაცხადა 25 იანვარს, რომ მისიას ”სერიოზული შენიშვნები” გააჩნია ქართული პოლიციის მიერ თვის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით.

4 იანვარს გენადი ფლიევის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით ურთიერთსაპირისპირო ინფორმაცია ვრცელდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლიევი ადმინისტრაციული საზღვრის ქართულ მხარეს მდებარე სოფელ ნიქოზში დააკავეს და რომ მას ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები აღმოაჩნდა. 

ცხინვალის თქმით, ფლიევი ქართულმა პოლიციამ ”გაიტაცა” სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 400-500 მეტრის სიღრმეში მდებარე ადგილიდან.

საქმის გამოძიების შედეგად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ეჭვები გამოთქვა გატაცების ვერსიასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე არ გაიზიარა ქართული პოლიციის განცხადებები, რომ ფლიევი შეიარაღებული იყო.

”ხელმისაწვდომი ინფორმაციის საგულდაგულო შესწავლის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს  ბ-ნ ფლიევის გატაცების ფაქტს და დაპატიმრებისას მის ხელთ იარაღის არსებობას,” - განაცხადა მისიამ.

”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას დიდი იმედი აქვს, რომ ყველა მხარე მხედველობაში მიიღებს მოცემულ შემთხვევას. საბოლოოდ, კეთილი ნების არსებობის შემთხვევაში, ორივე მხარეს დაკავებულებს საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად გამოთქვამს აზრს, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გადამკვეთი ადამიანების მიმართ გატარებული უნდა იქნას ადმინისტრაციული და არა სამართლებრივი ზომები,” - განაცხადა მისიამ.

ფლიევის დაკავების გამოძიება პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირის დამკვირვებლებს საშუალება მიეცათ სეპარატისტულ რეგიონში შესულიყვნენ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შეხვედროდნენ, ასევე შეემოწმებინათ ის ადგილი, საიდანაც, ცხინვალის მტკიცებით, ფლიევი გაიტაცეს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31