Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრისას კლინტონი საქართველოსაც შეეხო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 იან.'10 / 14:06

29 იანვარს პარიზში კონფერენციაზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ევროპაში უსაფრთხოების ”ძირითად პრინციპებზე” საუბრობდა, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას.

მისი თქმით, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იმ ”ძირითად პრინციპებს” შორისაა, რომლითაც ”აშშ ხელმძღვანელობს ევროპის უსაფრთხოების ფორმირებაში, გაძლიერებასა და შენარჩუნებაში ჩვენი როლის განხილვისას”.

”ბოლო წლების მანძილზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვაჩვენეთ ერთგულება ამ პრინციპის მიმართ მაშინ, როდესაც მხარი დავუჭირეთ ახალ ევროპულ დემოკრატიებს, რომლებიც ცდილობდნენ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი გარე დაშინებისა და აგრესიის გარეშე,” - განაცხადა მან.

”ჩვენ ბევრჯერ მოვუწოდეთ რუსეთს პატივი სცეს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და ჩვენ უარს ვამბობთ ვაღიაროთ რუსეთის პრეტენზიები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. უფრო ფართო კონტექსტში კი ჩვენ ვეწინააღმდეგებით ევროპაში გავლენის რაიმე სფეროებს, სადაც ერთი ქვეყანა ცდილობს გააკონტროლოს მეორე ქვეყნის მომავალი,” - განაცხადა კლინტონმა.

”სულაც არ არის საჭირო იმის თქმა, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყოველთვის ვერ შეთანხმდებიან. ჩვენ განსხვავებული ისტორია გვაქვს, განსხვავებული გამოცდილება და პერსპექტივები. ჩვენი ინტერესებიც ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს. მაგრამ როდესაც უთანხმოება გვექნება, ჩვენ მოვძებნით კონსტრუქციულ გზებს ამ უთანხმოების მოსაგვარებლად,” - დასძინა მან.

მისი თქმით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება (CFE) ”დანგრევის საფრთხის წინაშეა” მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ მოსკოვმა ეს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.

კლინტონმა ასევე დასძინა: ”2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი არ იყო მხოლოდ ტრაგედია, არამედ მან დააბრკოლა შემდგომი წინსვლა”.

რაც შეეხება რუსეთის ახალ წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების ახალ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მიზანი, როგორც მიიჩნევენ, კონტინენტზე ნატოს როლის შესუსტებაა, კლინტონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევა არსებული ინსტიტუტების საშუალებით უფრო იქნება შესაძლებელი.

”ეს საერთო მიზნები უფრო კარგად მიიღწევა არსებული ინსტიტუტების კონტექსტში, როგორიცაა ეუთო და ნატო-რუსეთის საბჭო, ვიდრე ახალი შეთანხმებებზე მოლაპარაკებებით, როგორც ამას რუსეთი გვთავაზობს და რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იქნება,” - განაცხადა კლინტონმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53