Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”ალიანსში” განსხვავებული პოზიციები ”იდენტურით” შეიცვალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 თებ.'10 / 16:21

გუშინდელი შეუსაბამო განცხადებების შემდეგ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ალიანსის თანათავმჯდომარეებს ”იდენტური” პოზიციები აქვთ ნოღაიდელის პარტიასთან თანამშრომლობის მიუღებლობაზე.

გუშინ ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და დავით უსუფაშვილმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რითაც სოლიდარობა გამოუცხადეს 15 თებერვალს მათი ლიდერის, ირაკლი ალასანიას მოწოდებას თბილისის მერის ერთიან კანდიდატზე ფართო ოპოზიციური შეთანხმების აუცილებლობასთან დაკავშირებით. თუმცა გამყრელიძემ და უსუფაშვილმა თავიანთი პარტიების სახელით ასევე განაცხადეს, რომ გამართავენ მოლაპარაკებებს ყველა ოპოზიციურ ძალასთან, გარდა ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის. მათ მიერ შემოთავაზებულ ფორმულას ”ყველა მინუს ერთი” პრაიმერის ორგანიზატორი კონსერვატორების, ხალხის პარტიისა და თავად ნოღაიდელის პარტიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ ირაკლი ალასანიას პარტიის, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ ალიანსი ითანამშრომლებს ყველასთან, მათ შორის ზურაბ ნოღაიდელთანაც. ამ განცხადებამ ალიანსის შიგნით უთანხმოებაზე მიანიშნა.

”ნოღაიდელს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად იდენტური, რომ საგარეო პოლიტიკური, სხვა იდეოლოგიური განსხვავებები იმდენად დიდია ნოღაიდელის პარტიასთან, რომ ჩვენ არანაირ პოლიტიკურ ალიანსში ან რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებაში ნოღაიდელის პარტიასთან ვერ შევალთ,”- განმარტა დღეს ირაკლი ალასანიამ ახალი მემარჯვენეების ოფისში, სადაც ალიანსის ყველა ლიდერი შეიკრიბა. 

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოპოზიციაში ერთიანობა შესაძლებელია.

”დღესაც მინდა დაგიდასტუროთ, რომ მტკიცედ ვდგავართ მეც, ჩემი პოლიტიკური გუნდიც და ალიანსიც ამ პოზიციაზე,”- განაცხადა მან, ”ჩვენ შევძლებთ ოპოზიციურ ძალებთან მივაღწიოთ იმ პროცესზე შეთანხმებას, რომელიც გამოავლენს ერთიან კანდიდატს მერის არჩევნებზე”.

სოზარ სუბარმა, რომელიც ალიანსის კიდევ ერთი თანათავმჯდომარეა, ასევე დაადასტურა, რომ მისთვის ნოღაიდელთან თანამშრომლობა მიუღებელია.

”ნოღაიდელის პარტია,  მისი ხელმძღვანელები ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მომხდარა რუსეთის მხრიდან  - ალიანსი ასეთ პარტიასთან ვერ ითანამშრომლებს ვერცერთ საკითხზე,”- განუცხადა მან დღეს ჟურნალისტებს და დასძინა: ”ამ შემთხვევაში ალიანსის პოზიცია არის განუყოფელი”.

ირაკლი ალასანია თბილისის მერობის კანდიდატად ალიანსმა სექტემბერში დაასახელა, ხოლო ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად გამოაცხადა. თუმცა ალიანსის ლიდერებმა მიანიშნეს, რომ ერთიან კანდიდატებზე ოპოზიციური თანხმობის სანაცვლოდ, შესაძლოა მათი კანდიდატები შეიცვალოს. 

”ჩვენ ვამბობთ, რომ მზად ვართ დავსხდეთ ყველასთან, გამოკლებით ერთი პარტიისა და ერთი ლიდერისა და დავიწყოთ მოლაპარაკებები სუფთა ფურცლიდან, ეს ნიშნავს რომ ყველანაირი ვერსიის განხილვისთვის მზად ვართ, თუმცა მსგავსი განხილვა ამ წუთში არ არსებობს,”- აღნიშნა სუბარმა.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35