Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
13 პარტია პოლიტიკური არხის პირობებზე თანხმდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 თებ.'10 / 19:03

13 პოლიტიკური პარტია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 22 თებერვალს მეორე არხზე დაგეგმილი საზოგადოებრივი პოლიტიკური არხის ფორმატსა და სამაუწყებლო ბადეზე შეთანხმდნენ.

არხი, რომლის სატელიტური მაუწყებლობა მთელ ქვეყანას დაფარავს, პარლამენტის პლენარულ და საკომიტეტო სხდომებს გადასცემს პირდაპირ ეთერში; ასევე პირდაპირ ეთერში გააშუქებს ოპოზიციური პარტიების საქმიანობას.

”პარტიებს დაეთმობათ ერთსაათიანი ზოლი (”თავისუფალი ტრიბუნა“), რომელსაც გადაინაწილებენ თანმიმდევრობით. გადაცემა ეთერში გავა პრაიმტაიმში (22:00 – 23:00 საათი ),” - ნათქვამია 22 თებერვალს ხელმოწერილ მემორანდუმში.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელშეწყობით ჩატარებული მთელი რიგი კონსულტაციების შედეგად მომზადებული მემორანდუმის თანახმად, არხი  უზრუნველყოფს დებატებს კანონპროექტებზე, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს პარლამენტში. ასევე, არასასესიო პერიოდში დებატებს პოლიტიკურ თემებზე. დებატები ეთერში გავა კვირაში არანაკლებ ერთხელ და სრული პარიტეტის დაცვით მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

არხის მიერ უზრუნველყოფილი სრული მომსახურება მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ეს პარტიებია: ეროვნულ-დემოკრატიული პარტია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; დაიცავი საქართველო - ლევან გაჩეჩილაძე; ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; ჩვენ თვითონ; კონსერვატიული პარტია; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; საქართველოს დემოკრატიული პარტია; ქართული დასი; ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები; ხალხის პარტია; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის; თავისუფლება.

მემორანდუმის თანახმად, ”პარტიები, რომლებიც ხელს არ მოაწერენ მემორანდუმს, არ ისარგებლებენ ახალი პოლიტიკური არხის სრული მომსახურებით. არხი უზრუნველყოფს იმ პარტიების ბრიფინგების სრული ჩანაწერების იმავდღიურ გადაცემას, რომლებიც აკმაყოფილებენ ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, მაგრამ არ არიან მემორანდუმზე ხელისმომწერები”. ამ კატეგორიაში მოხვდნენ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო; ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა, რესპუბლიკური პარტია და ახალი მემარჯვენეები.

დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, განაცხადა რომ აღნიშნულ მემორანდუმს მედიის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისი თქმით მთავარ პრობლემად ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ ტელეარხებზე არსებული ხელისუფლების კონტროლი რჩება და მისი პარტიის შეთავაზებაა შეიქმნას ინტერპარტიული ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს და არა იმაზე თუ თვეში ერთხელ რომელ პარტიას რა დღეს უნდა დაეთმოს ერთი საათი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18