Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუბარი მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევით გამოვლენისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 თებ.'10 / 17:20

სოზარ სუბარმა, ყოფილმა ომბუდსმენმა და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის ”დაუშვებლად” მიიჩნევს მერის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის პრაიმერის გზით გამოვლენას და სანაცვლოდ, სოციოლოგიური კვლევის ფორმას სთავაზობს.

”ერთიანი კანდიდატის შერჩევის ყველასთვის მისაღებ ერთადერთ მოდელად მესახება  საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც, ერთის მხრივ,  გამოხატავს ხალხის განწყობას  და მეორეს მხრივ, ამ პროცესში ხელისუფლების შესაძლო ჩარევასაც აგვაცილებს თავიდან,”- ნათქვამია წერილობით განცხადებაში, რომელიც საზღვარგარეთ მყოფმა სუბარმა დღეს გაავრცელა.

ამ განცხადებით სუბარი შეუერთდა ”ალიანსის” თანათავმჯდომარეების პოზიციას ახალი მემარჯვენეებიდან და რესპუბლიკელებიდან, რომელთა განცხადებით, პრაიმერი ხელისუფლების ხაფანგია, რომელიც მანიპულაციების გზით ოპოზიციის სუსტი კანდიდატის გამარჯვების შესაძლებლობას ქმნის.

ირაკლი ალასანიას პარტია ”ალიანსისგან” დამოუკიდებლად ჩაერთო დღეს ერთიანი კანდიდატის შერჩევის თაობაზე კონსულტაციებში, რომლის ფარგლებშიც ასევე უნდა გამოიკვეთოს კანდიდატის შერჩევის მექანიზმი. ალასანია პარტნიორებმა ”ალიანსიდან” პრაიმერის წინააღმდეგ გააფრთხილეს.  

სუბარის თქმით, მისთვის ერთობა მნიშვნელოვანია და ”სწორედ ეს იყო ჩემთვის მიმზიდველი, როცა ალიანსს შევუერთდი”. სუბარი ”ალიანსში” სექტემბერში გაწევრიანდა და ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. 

მან ასევე განაცხადა, რომ ”კატეგორიულად” არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებით არაფერი შეიცვლება. ”ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გონივრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში გამარჯვება სავსებით შესაძლებელია,”- აღნიშნა სუბარმა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10