Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეროვნული ფორუმისთვის ”ერთიანობის იდეით დაშანტაჟება” მიუღებელია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'10 / 13:25

ეროვნულმა ფორუმმა გააკრიტიკა ოპოზიციის ნაწილის მოწოდებები თბილისის მერობის ”მითიური საერთო კანდიდატის” ირგვლივ გაერთიანებისკენ და მას საზოგადოების ”დაშანტაჟების” მცდელობა უწოდა.

”ყველაფერს აქვს საზღვარი,”- განაცხადა ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მისასალმებელია საზოგადოების სურვილი გაერთიანებისა, მაგრამ პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან საკითხის ასე დაყენება, საზოგადოების დაშანტაჟებას უფრო ჰგავს ერთიანობის იდეით, ვიდრე რეალური ერთიანობის მოთხოვნას”.

მისი თქმით, დაუშვებელია ფუჭი იმედების გაღვივება საზოგადოებაში, რადგან შარშანდელი გაზაფხულის აქციების მსგავსად, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის მორიგი გაერთიანება გამარჯვების ნაცვლად, ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას და საზოგადოებაში იმედგაცრუებას გამოიწვევს.

შარტავას თქმით, ერთიანი კანდიდატი უკვე გამოკვეთილი იყო ირაკლი ალასანიას სახით და ის პირდაპირ უნდა დაესახელებინათ.

24 თებერვალს ოთხმა ოპოზიციურ პარტიამ და საზოგადოების ნაწილმა ”ერთიანობის” სადემონსტრაციო შეხვედრა გამართეს და დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრსაც მოუწოდეს მერობის ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის ირგვლივ გაერთიანებისკენ. ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ხელმძღვანელთან ზურაბ ნოღაიდელთან ერთად ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კონსერვატორების და ხალხის პარტიის ლიდერებმა, ასევე მოძრაობა დაიცავი საქართველოს ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ. ნოღაიდელმა ამ უკანასკნელს და ირაკლი ალასანიას მადლობა გადაუხადა ”ერთობის” მიღწევაში შეტანილი წვლილისთვის.

”ეროვნულ ფორუმს ნურავინ მიეპატიჟება იქ, სადაც მისვლისთვის მადლობა უნდა გადაგვიხადოს ზურაბ ნოღაიდელმა, კრემლმა, პუტინმა და ა.შ.”- განაცხადა კახა შარტავამ, ”როდესაც ერთმანეთს ვეძახით და ვიბარებთ სადღაც, კარგად გავითვალისწინოთ სად ვდგავართ”.

ამ პოზიციით ეროვნული ფორუმმა გაიზიარა ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების შეხედულება ზურაბ ნოღაიდელთან თანამშრომლობის დაუშვებლობის შესახებ - სწორედ ეს საკითხი გახდა ალიანსი საქართველოსთვის შიგნით უთანხმოების მიზეზი.

”საქართველოს პოლიტიკური სიტუაციის შიდა ცვლილება, საგარეო ორიენტირების გამოკვეთა ვერ იქნება დამოკიდებული რამე ”პრო” ინტერესებზე, ერთადერთი განმსაზღვრელი გახლავთ ეროვნული ინტერესები,”- განაცხადა შარტავამ.

ეროვნული ფორუმი მაისში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. ანალოგიური პოზიცია აქვთ ლეიბორისტებს და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას - ერთიანი საქართველოსთვის.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18