Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კლინტონი: ”საქართველო მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'10 / 17:36

საქართველო ”მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება” პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისთვის, რომელიც ”ძალიან მკაფიო გზავნილს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას,” განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა.

მან ეს განცხადება 24 თებერვალს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას გააკეთა, სადაც 2011 წლის ბიუჯეტში სახელმწიფო დეპარტამენტისთვის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის (USAID) მოთხოვნილი დაფინანსების პრიორიტეტებზე ისაუბრა. 

კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რათა მან ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის მიღება შეძლოს. მისი თქმით, ეს დახმარება ავღანეთში გასამგზავრებელი სამხედროებისთვის ”ახალი აღჭურვილობის” მიწოდებით და წვრთნების ჩატარებით ხორციელდება.

”ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს საერთაშორისო ფორუმებზე, სადაც მეზობელი რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მკვეთრი პოზიციებით გამოდის,” - განაცხადა კლინტონმა.

კლინტონმა საქართველო 22 თებერვალს წარმოთქმულ სიტყვაშიც ახსენა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნატო-რუსეთის საბჭოს გამოიყენებს იმ ფორუმად, სადაც იმ საკითხების ”გულწრფელი განხილვა” მოხდება, რომლებზეც მოსკოვი და ვაშინგტონი ვერ თანხმდებიან.

”ჩვენ მას [ნატო-რუსეთის საბჭოს] რუსეთზე ზეწოლისთვის გამოვიყენებთ, რათა მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოსთან მიმართებაში,” - განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2011 წლისთვის საერთაშორისო პროგრამებისა და დახმარებების დაფინანსების მოთხოვნაში, საქართველოსთვის 68,66 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული, რაც 2010 წელს გამოყოფილ თანხაზე 9,66 მილიონი აშშ დოლარით მეტია.

”2011 წლის გაზრდილი ბიუჯეტის შედეგად გაგრძელდება გრძელვადიანი ღონისძიებები საქართველოში სტაბილურობის მხარდაჭერისა და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის შედეგების აღმოფხვრისთვის. აშშ-ის პროგრამები ხელს შეუწყობს ძალაუფლების გადანაწილებისკენ მიმართულ ღონისძიებებს, უფრო ეფექტური სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას, დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას და საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაჯანსაღებას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და სოციალური სექტორის რეფორმების გაუმჯობესებას,” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ 2011 წლის ბიუჯეტში.

ცალკე დახმარების სახით შეერთებულმა შტატებმა საქართველოს უკვე გამოუყო 1 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც ეტაპობრივად ირიცხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რომლის ბოლო ტრანში საქართველომ წელს უკვე მიიღო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36