Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზურაბიშვილის პარტია მხარს უჭერს ირაკლი ალასანიას კანდიდატურას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'10 / 17:16

სალომე ზურაბიშვილის პარტია საქართველოს გზა მიესალმება ალიანსი საქართველოსთვის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ირაკლი ალასანია არის ოპოზიციის საერთო კანდიდატი და მის გამოსავლენად პრაიმერის ან სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარების საჭიროება არ არსებობს.

ეს პოზიცია ალიანსის წარმომადგენლებმა მას შემდეგ დააფიქსირეს, რაც პრაიმერის ინიციატორი პარტიები ”კომპრომისის” სახით პრაიმერის ჩატარებაზე უარის სანაცვლოდ, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას დათანხმდნენ.

საქართველოს გზა ასევე აცხადებს, რომ ეთანხმება დებულებას იმის, შესახებ რომ ”ყველა ოპოზიციურ პარტიას ალიანსი უღებს კარს, ვინც ყოფილ პრემიერს ზურაბ ნოღაიდელს გაემიჯნება”.

ზურაბიშვილის პარტია ასევე ემიჯნება წინასწარ გამოცხადებულ ”ჭექა-ქუხილს”, რომელიც, შესაძლოა, არჩევნების გაყალბებას მოჰყვეს. ტერმინი ”ჭექა-ქუხილი” პირველად დაიცავი საქართველოს დამფუქნებლებმა - ძმებმა გია და ლევან გაჩეჩილაძეებმა გამოიყენეს.

”ეს მუქარა სრულიად განსხვავებულია ლეგიტიმური პროტესტისაგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაყალბებულ არჩევნებს, არამედ მას გარკვეულად ხელიც შეიძლება შეუშალოს,”-  ნათქვამია ზურაბიშვილის პარტიის განცხადებაში.

იმავდროულად, ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებს ”გამოკვეთილი ლიდერი ყავს ირაკლი ალასანიას სახით და ზედმეტი უნდა ყოფილიყო პრაიმერი და სოციოლოგიური გამოკითხვა”. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13