Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური ფირმა იქირავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'10 / 01:41

საქართველოს მთავრობამ იანვარში ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტურ ფირმასთან - Podesta Group-თან.

კონტრაქტის მიხედვით, რომლის ღირებულება 300 ათასი აშშ დოლარია, ლობისტური ფირმა ვალდებულებას იღებს გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ლობირება აშშ-ის კონგრესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე უზრუნველყოს მედიასთან დაკავშირებული სერვისები. ფირმის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, ის ასევე ორგანიზებას გაუწევს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს აშშ-ის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან.

Podesta Group-ი 1988 წელს ტონი პოდესტამ, მის ძმასთან ჯონ პოდესტასთან ერთად დააფუძნა. დღეს ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება, ხოლო მისი ძმა - ჯონ პოდესტა, ობამას გარდამავალი ადმინისტრაციის (პრეზიდენტად არჩევიდან ინაუგურაციამდე) თანათავმჯდომარე იყო. 

ასევე იანვარში, საქართველოს მთავრობამ ყოფილი დემოკრატი კონგრესმენის რიჩარდ გეფჰართის ლობისტური ფირმა დაიქირავა, რომლეთანაც 436 800 აშშ დოლარიანი, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ორივე კონტრაქტს საქართველოს ხელისუფლების სახელით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი აწერს ხელს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41