Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 მარ.'10 / 17:17

ყოფილი ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოს წევრობისთვის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პარტიულ სიას სათავეში ჩაუდგება, განაცხადა 10 მარტს მოძრაობის ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ. 

”ტანდემი თბილისის მერის პოსტზე გია ჭანტურიას სახით, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ინგა გრიგოლიას სახით არის ის შეთავაზება, რომელიც გულგრილს არ დატოვებს ჩვენი დედაქალაქის არცერთ მცხოვრებს და ეს იქნება სერიოზული განაცხადი მთელი საქართველოსთვისაც,”- აღნიშნა მან.

გრიგოლიამ, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა ტელეკომოპანიებში სხვადასხვა თოქ-შოუებს უძღვებოდა, განუცხადა ”რუსთავი 2”-ს ლონდონიდან, რომ მისთვის ეს იქნება ”სერიოზული ბრძოლა”, სადაც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იქნება ხელისუფლების ჯერ კიდევ დაუსახელებელი კანდიდატი, და არა კონკურენტები ოპოზიციიდან. 

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ბევრი წევრი, მათ შორის პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, გრიგოლიას კოლეგები იყვნენ, როდესაც ისინი ორი წლის წინ ტელეკომპანია ”იმედში” მუშაობდნენ.  

იმავდროულად, 9 მარტს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატის გია ჭანტურიას საარჩევნო შტაბი გახსნა. ჭანტურია, რომლის თქმითაც, ის არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო ფიგურა არ არის და მითუმეტეს, არც პოლიტიკოსია, ახორციელებს კამპანიას დევიზით ”დასაქმება და დაბალი ტარიფები” - კომუნალური გადასახადების შემცირება წყალზე, ელექტროენერგიაზე და გაზზე.   

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19