Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის ელჩის კომენტარი ”იმედის” გამოგონილ ამბავზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მარ.'10 / 00:25

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა, 14 მარტს განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დადგმული სიუჟეტი იყო ”უპასუხისმგებლობა”, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების რეალური პრობლემების მოგვარებას ხელს არ უწყობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ეს დადგმული ამბავი ”უაღრესად შემაშფოთებელი” იყო იმ ხალხისთვის, ”რომლებიც ვერ გაერკვნენ იყო ეს სიმართლე, თუ მოგონილი.”

”ჩემი აზრით, ეს იყო საკმაოდ უპასუხისმგებლო,” - განაცხადა მან, ”ეს არ არის ის, რასაც ჩვენ პროფესიონალური ჟურნალისტიკის სტანდარტებად მივიჩნევთ.”

”მე არ მგონია, რომ ამ სახის გადაცემები - თუნდაც რომ მას მითითებული ჰქონოდა რომ ის გამოგონილია - ამ კონკრეტულ მომენტში იყოს ხელისშემწყობი საქართველოს წინაშე მდგომი უსაფრთხოების რეალურ საფრთხეებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში აშშ-ის ელჩი მიწვეული იყო ადამიანის უფლებების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშზე სასაუბროდ.

ჯონ ბასმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც მოხსენებამ საქართველოსთან მიმართებაში გამოავლინა არის ის, რომ არ ხდება კანონის გამოყენება ყველასთვის ”თანაბრად და თანმიმდევრულად.”

”მე ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, სადაც საქართველოს პროგრესი ესაჭიროება,” - განაცხადა ელჩმა.

”საქართველოს უდიდეს გამოწვევად ახლა რჩება გარდამავალი პროცესის დასრულება, რათა ის მომწიფებულ დემოკრატიად ჩამოყალიბდეს, სადაც არა მარტო სამართლებრივი ჩარჩო და დემოკრატიული ინსტიტუტებია, არამედ დემოკრატიის კულტურაც,” - განაცხადა ბასმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41