Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს წარმომადგენელი ”იმედის” დადგმულ საინფორმაციო გამოშვებას გმობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 მარ.'10 / 21:13

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ახლადდანიშნულმა წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა დაგმო ”იმედის” დადგმული საინფორმაციო გამოშვება, როგორც ”ჟურნალისტური უპასუხისმგებლობა.”

”ჩემი, როგორც მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მანდატი, არ მაძლევს საშუალებას მედიის მიერ გავრცელებული ამბების შინაარსთან ვიქონიო საქმე. თუმცა, ხაზი უნდა გავუსვა, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა შინაარსის საკითხს სცილდება; საქმე ეხება უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკას და იმ ზემოქმედებას, რომელიც მან შეიძლება იქონიოს მედიის თავისუფლებაზე,” - განაცხადა მიატოვიჩმა.

მისი თქმით, ტელეკომპანიამ დაარღვია საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რადგან მხოლოდ მოკლე გაფრთხილებით შემოიფარგლა გადაცემის დაწყების წინ რომ სიუჟეტები ”მოდელირებულია.”

”მაუწყებლები და სხვა მედია საშუალებები პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდნენ და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეყავდეთ,” - განაცხადა მიატოვიჩმა.

”ეს ინციდენტი ცხადყოფს, რომ საჭიროა თვითრეგულირების პრინციპების და მექანიზმების - რომელიც სიტყვის თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია - სწრაფი გაძლიერება. ჩემი ოფისი მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ საქმეში,” - დასძინა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40