Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჰოლანდიაში ყოფილი ელჩის თქმით, ოფიციალური მიზეზის გარეშე გაათავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მარ.'10 / 17:20

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, თანამდებობიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას ნათესავია. ამ მოსაზრებას ირაკლი ალასანიაც იზიარებს.

მაია ფანჯიკიძე ალასანიას ცოლისდაა. ის 1994 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია და 2007 წლის თებერვალში ჰოლანდიაში დანიშვნამდე, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მუშაობდა. პრეზიდენტის მიერ ფანჯიკიძის გათავისუფლების შემდეგ პარლამენტმა ჰოლანდიაში მისი შემცვლელი უკვე დაამტკიცა.

”ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შემიწყდა ერთი წლით ადრე უფლებამოსილება, ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ არც ერთ განკარგულებაში, რომელიც მომივიდა, ასეთი მიზეზი არ წერია,”- აცხადებს ყოფილი ელჩი რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფანჯიკიძის თქმით, არაოფიციალური მიზეზი, რაც მას ასევე ”დაუდასტურა” ერთი კვირის წინ ჰოლანდიაში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, იყო ის, რომ საელჩომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია ერთ ”მაღალ თანამდებობის პირს”, რომელიც ორი თვის წინ თავის მეუღლესთან ერთად ჰოლანდიის მაღაზიაში ”უსაფუძვლოდ” დააკავეს.

აღნიშნული თანამდებობის პირი მთავრობის კანცელარიის აპარატის უფროსი დავით კერესელიძე აღმოჩნდა, რომელმაც დღეს პირველ არხთან საუბარში დაადასტურა ჰოლანდიაში მომხდარი ინციდენტი და ყოფილი ელჩი მის მიმართ ”გულგრილობაში” დაადანაშაულა. ”მე წარმომიდგენია რიგით მოქალაქეებს როგორ შეიძლება მოექცეს ასეთი ’პროფესიონალი’ დიპლომატი,”- განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ 16 მარტს ელჩის გათავისუფლების მიზეზებზე ანალოგიური განმარტება გააკეთა. სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია მახარაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, რომ სამინისტრო ამ ფაქტის განსაჯაროებისგან თავს იკავებდა, თუმცა ”იძულებული გახდა” მიზეზებზე ესაუბრა მას შემდეგ, რაც თავად ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება. 

”ელჩი ვალდებულია დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ელჩი არ უნდა ელოდებოდეს იმის გარკვევას, თუ რა თანამდებობა უკავია მოქალაქეს, რომელსაც ინციდენტი შეემთხვა,”- განაცხადა მან. 

სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ელჩის გამოწვევაზე გადაწყვეტილება ოფიციალური მოკვლევის შემდეგ იქნა მიღებული თანამდებობრივი მოვალეობების ”არაჯეროვანი შესრულების” გამო, არა არა პოლიტიკური თუ ნათესაური ნიშნით. ”გვინდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ მის მიერ აღნიშნული ნათესავი ოპოზიციაში იყო გადასული, როცა ქალბატონი ფანჯიკიძე ხელახალა დაინიშნა თანამდებობაზე 2008 წლის დეკემბერში,”- განაცხადა მახარაშვილმა.

თუმცა მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საელჩომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ”იმწუთასვე” დაიწყო ყველა საჭირო პროცედურა. მისი თქმით, ეს ფაქტი მის წინააღმდეგ საბაბად იქნა გამოყენებული, რეალური მიზეზი კი ირაკლი ალასანიასთან ნათესაური კავშირი იყო. 

ალასანიამ 16 მარტს განაცხადა, რომ ფანჯიკიძის გათავისუფლება ”მოულოდნელი” იყო.

”გამორიცხული არ არის და შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს ირგვლივ გახდა განსხვავებული აზრის გამო რეპრესიის მსხვერპლი,”- განაცხადა მან

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28