Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პუტინი ბელარუსისგან სოხუმისა და ცხინვალის აღიარებაში მეტ მხარდაჭერას ელოდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 მარ.'10 / 12:11

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მინსკისგან სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საქმეში უფრო ”სწრაფ, ენერგიულ და ეფექტურ” მხარდაჭერას ელოდა. 

”ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეს არ ხდება,”- განაცხადა პუტინმა 16 მარტს ბელარუსში ვიზიტისას თავის კოლეგასთან, სერგეი სიდორსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე და აქვე დასძინა, რომ პირადად მას არასდროს დაუყენებია ბელარუსის ხელმძღვანელობის წინაშე სეპარატისტული რეგიონების აღიარების აუცილებლობის საკითხი, მათ შორის არც ამ ვიზიტის დროს.  

იმავდროულად, მან იმედი გამოთქვა, რომ არაღიარების შესახებ ამჟამინდელი პოლიტიკა ბელარუსს დასავლეთთან ურთიერთობების მოგვარებაში მაინც დაეხმარება.

”ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ბელარუსის ურთიერთობების ნორმალიზებას დასავლელ მეზობლებთან, შეერთებულ შტატებთან. თუ ეს ამ [არაღიარების] ნიადაგზე მოხდება, მაშინ რაღაც დადებითი ეფექტი მაინც იქნება. იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, ბელარუსი ჩვენთვის ახლობელი სახელმწიფოა, ჩვენ ვაშენებთ მოკავშირე სახელმწიფოს, ერთიან ეკონომიკურ სივრცეს. ბელარუსის ურთიერთობების ნორმალიზება დასავლურ თანამეგობრობასთან ამად ღირს,”- აღნიშნა პუტინმა.

ბელარუსი ამ დრომდე თავს იკავებს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისაგან, რის წინააღმდეგაც ეს ქვეყანა ევროკავშირმა გააფრთხილა. თბილისი მიესალმება მინსკის ”პრინციპულ და ვაჟკაცურ” პოზიციას.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9