Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისმა ექვსი დაკავებული ოსი გაათავისუფლა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 მარ.'10 / 20:02

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე, რომლებიც ქართველმა სამართალდამცავებმა 2008 წლის ოქტომბერსა და 2010 წლის იანვარს შორის პერიოდში დააკავეს, გათავისუფლებულები არიან, განაცხადა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სამშაბათს.

სამხრეთ ოსეთის სამი მკვიდრი: იანვარში დაკავებული გენადი ფლიევი; 2009 წლის სექტემბერსა და დეკემბერში დაკავებულები ვადიმ ტადთაევი და ხათუნა ჩარაევა 29 მარტს გაათავისუფლეს; დანარჩენი სამი კი, მათ შორის ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი ორი რუსეთის მოქალაქე (ორივე 2009 წლის აგვისტოში დაკავებული) და  სამხრეთ ოსეთის ერთი მცხოვრები, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან იყო დაკავებული, 30 მარტს გაათავისუფლეს.

უმეტესობა მათგანს უკვე მისჯილი ჰქონდა ან ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო ტარება ან ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა; ეს უკანასკნელი ბრალდება წაყენებული ჰქონდათ რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ ოსეთიდან ცხინვალის რეგიონში უკანონოდ შემოსვლის გამო. ხათუნა ჩარაევა დაკავებული იქნა თბილისში და მას, გამოძიების მტკიცებით, ყალბი დოლარები აღმოაჩნდა. 

გათავისუფლების შემდეგ, ზოგიერთმა მათგანმა, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ვებ-გვერდი იტყობინება, განუცხადა ჟურნალისტებს ცხინვალში, რომ  მათი საქმეები მოისმინა სააპელაციო სასამართლომ და საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლა დანაშაულის აღიარების შემდეგ. მათ ასევე განაცხადეს, რომ დანაშაულის აღიარება გათავისუფლების სანაცვლოდ მოუწიათ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14