Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამა საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აპრ.'10 / 03:53

პრეზიდენტი ობამა 6 აპრილს ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა საქართველოს მიერ ავღანეთის ოპერაციაში შეტანილი ”მნიშვნელოვანი წვლილისთვის” მადლობა გადაეხადა, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

”[აშშ-ის] პრეზიდენტმა საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. მათ განიხილეს ყველა მხარის მიერ პროვოკაციული ნაბიჯების თავიდან არიდების მნიშვნელობა,” - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ”აფასებს იმ ერთგულებას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმებისადმი გააჩნია, რათა ”ვარდების რევოლუციის” დანაპირები შესრულდეს.”

თეთრი სახლის თქმით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილა 12-13 აპრილს ვაშინგტონში დაგეგმილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტი, რომელშიც მონაწილეობას 47 სახელმწიფოს ლიდერთან და მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად პრეზიდენტი სააკაშვილიც მიიღებს.

23 მარტს, სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ობამა-სააკაშვილის ორმხრივი შეხვედრა სამიტის ფარგლებში ”არ არის გამორიცხული”.

თუმცა სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ ობამას ორმხრივი შეხვედრების გრაფიკში, 6 აპრილის მდგომარეობით სააკაშვილთან შეხვედრა არ არის ჩანიშნული.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა 9 ქვეყნის მეთაურთან გამართავს შეხვედრას, მათ შორის სომხეთის და ყაზახეთის პრეზიდენტებთან.

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას სააკაშვილმა ობამას სამიტზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

იქვე ნათქვამია, რომ საუბრისას რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველოს შიდა რეფორმებიც განიხილეს.

”პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს...  მომავალი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზე,” - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სააკაშვილმა პრეზიდენტ ობამას ამერიკის მიერ ”საქართველოში ქმედითი ლიბერალური დემოკრატიის მშენებლობის საქმეში” შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

”ორივე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტაბილური და დემოკრატიული საქართველო გასაღებია რეგიონალური მშვიდობის, თანამშრომლობისა და წინსვლისათვის,” - ნათქვამია სააკაშვილის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23