Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვმა გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე ცხინვალთან შეთანხმება გააფორმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 აპრ.'10 / 12:50

7 აპრილს, მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გაერთიანებული რუსული ბაზის შექმნის შესახებ.

ხელშეკრულებას, რომელიც 49 წლის ვადის დაიდო მისი 15-წლიანი პერიოდებით შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა იური ტანაევმა მოაწერეს ხელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხინვალის რეგიონში განთავსებულ სამხედრო ბაზას დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი, ხოლო მის პირად შემადგენლობას დიპლომატიური იმუნიტეტი მიენიჭება.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს გაერთიანებული რუსული ბაზის გამოყენებას სეპარატისტული რესპუბლიკის ”სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების” უზრუნველსაყოფად, მათ შორის წინააღმდეგობის გაწევას საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებებისათვის.

ანალოგიური შეთანხმება მოსკოვმა თებერვალში სოხუმთანაც გააფორმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აპროტესტებს ”ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერვე შექმნილ მარიონეტულ რეჟიმებს შორის” დადებულ შეთანხმებებს, რომელთაც ”სამართლებრივი შედეგები არა აქვს და ბათილია”.

”იმის მაგივრად, რომ შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, რუსეთი პირიქით აძლიერებს სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ცდილობს კვაზილეგიტიმური სახე მისცეს თავისი საოკუპაციო ჯარებისათვის სამხედრო ბაზების შექმნის პროცესს,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამასთან აშკარაა, რომ რუსეთის ამგვარი ქმედებები მხოლოდ ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას და ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის რუსეთისა და მარიონეტული რეჟიმების მუდმივი პროვოკაციებისათვის”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
4