Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 აპრ.'10 / 14:38

საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებას რუსეთთან და არა მოსკოვის მარიონეტულ რეჟიმებთან სოხუმსა და ცხინვალში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 19 აპრილს.

ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების ხელმოწერა პირდაპირ სოხუმთან და ცხინვალთან, როგორც ეს რუსეთს სურს, თბილისის შეცდომა იქნება, რადგანაც ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ძალის არგამოყენების შესახებ კიდევ ერთი შეთანხმების დადების რაიმე ”სამართლებრივი საფუძველი” არ არსებობს, რადგანაც უკვე არსებობს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თბილისს შეუძლია ხელი მოაწეროს მას, თუ ”რუსეთს სურს რომ ქონდეს დამატებითი შეთანხმება”.

”არ არის პრობლემა, საქართველო მზად არის ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებას რუსეთთან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას,” - განაცხადა მან. ”მაგრამ რუსეთს არ უნდა ამ შეთანხმების ხელმოწერა; რუსეთს უნდა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი ჩვენ და სოხუმის და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებმა მოვაწეროთ. ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება ორი მიზეზის გამო: პირველი, მათ [ცხინვალის და სოხუმის რეჟიმები] ხელმოწერას არ აქვს და არ ექნება რაიმე სამართლებრივი ძალა, ისინი არ არსებობენ; და მეორე, თუ ჩვენ მაინც დავუშვებთ ამ შეცდომას და ხელს მოვაწერთ ამ შეთანხმებას, არა რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ე.წ. სახელმწიფოებთან, ჩვენ ამით ლეგიტიმაციას გავუკეთებთ მათ”.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია, რომელიც იანვარში დამტკიცდა და რომელიც სეპარატისტული რეგიონების მოსახლების ჩართულობას ითვალისწინებს, შეიცავს ”სამართლებრივ ვალდებულებას”, რომ თბილისი არ გამოიყენებს ძალას.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მოსკოვთან პირდაპირ მოლაპარაკებები დაიწყოს, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ”აცხადებს, რომ ისინი არ დაელაპარაკებიან საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას”.

”ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას დაველაპარაკოთ რუსეთს. ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების არ გვეშინია,” - განაცხადა მან, ”აშკარაა, რომ რუსეთი არ მოდის მაგიდასთან ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ საკუთარი თავი კუთხეში მიიმწყვდიეს 26 აგვისტოს, [როდესაც რუსეთმა] ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა”.

”ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დაველაპარაკოთ მათ, გარდა ერთისა - მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო სამართლის, საკუთარი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის პატივისცემა,” - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, თბილისს არანაირი კონტაქტები არ აქვს რუსებთან, გარდა ჟენევის მოლაპარაკებებისა, რომელიც, ვაშაძის თქმით, ”შეფერხებულია” რუსეთის ”გამაღიზიანებელი პოლიტიკის” გამო, რომელიც ”ბლოკავს ყველაფერს” თავისი მარიონეტული რეჟიმების ხელით. 

”და მაინც, ჟენევის მოლაპარაკებები, როგორც ფორმატი, აუცილებელია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ფორმატი შენარჩუნდეს და ჩვენ მოქნილები და კონსტრუქციულები ვიქნებით,” - განაცხადა ვაშაძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ”მცირე” გამონაკლისი მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი კონტაქტების არარსებობის კუთხით იყო შარშანდელი მოლაპარაკებები, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის თაობაზე. ვაშაძის თქმით, ამგვარი ქმედებით თბილისი ”დაეხმარა სომეხ მეგობრებს”, რათა მათ საქართველოს გავლით რუსეთში პირდაპირი სახმელეთო მიმოსვლა ჰქონოდათ.

2009 წლის ოქტომბერსა და დეკემბერში მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა ერევანსა და ყაზბეგში საქართველოს და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის - ერთი სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით, ხოლო მეორე შვეიცარიელი დიპლომატების მონაწილეობით. მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს - რუსეთში, შესაბამისი ქვეყნების ინტერესთა სექციების მეშვეობით, რომლებიც მოსკოვსა და თბილისში მდებარე შვეიცარიის საელჩოებშია გახსნილი.   
   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7