Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რეგიონული გაზეთები საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას მოითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მაი.'10 / 12:37

რამოდენიმე რეგიონული გაზეთი 3 მაისს, როდესაც პრესის თავისუფლების დღე აღინიშნება, ცარიელი მთავარი გვერდით დაიბეჭდა, სადაც მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა: ”მოგვეცით საჯარო ინფორმაცია”.

16 რეგიონული გაზეთის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ხშირად აწყდებიან დაბრკოლებებს სახელმწიფო სტრუქტურებიდან საჯარო ინფორმაციის მიღებისას. საქართველოში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყობს საქართველოში 2000 წლიდან არის ძალაში.

განცხადებაში გაზეთები მოუწოდებენ პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ ”ფასადური გამჭირვალობის” ნაცვლად სახელმწიფო სტრუქტურების რეალური გამჭირვალობა უზრუნველყონ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 3 მაისს ასევე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ”ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლდა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ჟურნალისტების სრული იგნორირების შემთხვევები”. ორგანიზაციის თქმით, თბილისის მერია ”აბსოლუტურად უკანონო უარს ამბობს” მისთვის საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე.

ორგანიზაციის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ”უფრო მეტად აღრმავებენ ინფორმაციის თავისუფლებისათვის დაწესებული  ბარიერების სამარცხვინო პრაქტიკას”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9