Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ირაკლი ალასანია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მაი.'10 / 15:59

ირაკლი ალასანია. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი, 36 წლის ირაკლი ალასანია პირველი ოპოზიციური ფიგურა იყო, რომელმაც 2009 წლის სექტემბერში მერად კენჭისყრის გეგმები გაახმოვანა.

90-იანი წლების შუა პერიოდიდან იგი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა, უშიშროების სამინისტროდან დაწყებული დიპლომატიური სამსახურით დამთავრებული. 2008 წლის დეკემბერში მან გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.

ალასანია აწარმოებს კამპანიას დევიზით: ”ჩვენ შევცვლით”.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმატება ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველს რწმენას გაუჩენს, რომ ”მთავრობის შეცვლა არჩევნების გზით შესაძლებელია” არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ნაციონალურ დონეზეც და 30 მაისი ამ ”მთავარი ცვლილების” დასაწყისი უნდა გახდეს.

ბევრი სხვა კანდიდატის მსგავსად, ალასანიაც თავის საარჩევნო პროგრამაში უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაზე ამახვილებს ყურადღებას. იგი ამომრჩევლებს სულ ცოტა 50 000 ახალ სამუშაო ადგილს პირდება მუნიციპალური ფონდის შექმნის გზით, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყებას და გაფართოებას დაეხმარება. ალასანიას მიერ წარმოდგენილი სქემის თანახმად, მუნიციპალური ფონდი, რომლის ოდენობაც 120 მილიონი ლარი იქნება, 20 000 ლარამდე სესხებს გასცემს 18 თვის ვადით, წლიური 8%-იანი განაკვეთით. 

ამ წინადადების თანახმად, 120 მილიონიანი ფონდი შეივსება 50 მილიონი ლარის ოდენობით პირდაპირი მუნიციპალური დაფინანსებით; ასევე 50 მილიონით გრძელვადიანი სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო 20 მილიონი ლარი დონორთა მხრიდან იქნება მოზიდული. 

რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, ალასანია პირობას დებს, რომ სექტორის დაფინანსება თბილისში 33 მილიონი ლარიდან 117 მილიონ ლარამდე გაიზრდება. იგი 3 წლამდე ასაკის ბავშვებს და 65 წლის ზემოთ თბილისის მაცხოვრებლებს უფასო წამლებს პირდება 100 ლარის ფარგლებში წელიწადში. მისი თქმით, ეს შესაძლებელია მუნიციპალური სააფთიაქო ქსელის შექმნის გზით, სადაც წამლები ფასდაკლებით გაიყიდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15