Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გიორგი ჭანტურია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მაი.'10 / 16:14

გიორგი ჭანტურია. ფოტო: ინტერპრესნიუსი

გიორგი ჭანტურია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მერობის კანდიდატია. ქრისტიან-დემოკრატებმა ადგილობრივი არჩევნებისთვის კოალიცია შექმნეს ორ შედარებით პატარა პარტიასთან - ჩვენ თვითონ და ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.

ჭანტურია, რომელიც ერთ დროს შევარდნაძის ადმინისტრაციაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურა იყო, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას ხელმძღვანელობდა ცხრა წლის მანძილზე, 2004 წლის სექტემბრამდე. იგი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე მოლაპარაკებებს და მათ განხორციელებას კურირებდა.

ჭანტურიას თქმით, თბილისის მერის პოსტი მას პოლიტიკურ თანამდებობად არ მიაჩნია. მან ისიც კი თქვა, რომ ის ”არც ოპოზიციური და არც სახელისუფლებო” ფიგურაა.

ჭანტურია საქართველოს პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2004 წლის სექტემბრიდან არ გამოჩენილა - მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მოგვიანებით მან საქართველო დატოვა და რამდენიმე წელი აზერბაიჯანში მუშაობდა. მისმა გამგზავრებამ სპეკულაციები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ის შესაძლო დაპატიმრებას გაექცა; რაღაც პერიოდის განმავლობაში ის ინტერპოლითაც იძებნებოდა. თუმცა, თავად ჭანტურია კატეგორიულად უარყოფს ხმებს მისი ქვეყნიდან გაქცევის შესახებ. 2010 წლის თებერვალში მან განაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან წასვლა მხოლოდ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა და რომ მან თითქმის სამი წელი იმუშავა აზერბაიჯანში პროექტზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მარშრუტში ყაზახეთის ჩართვას უკავშირდებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტზე ბაქოში მუშაობის დროს, მას რეგულარული საქმიანი კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან.

გიორგი ჭანტურიას წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილია ”დასაქმება და დაბალი ტარიფები”.

ჭანტურია დაპირდა ამომრჩევლებს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის ამჟამინდელი 0.51 ლარიდან კუბურ მეტრზე 0.1 ლარამდე შემცირდება, ხოლო დენის ტარიფი, რომელიც ამჟამად 0.135-დან 0.177 ლარის ფარგლებში მერყეობს (მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით) 0.05 ლარამდე შემცირდება.

ჭანტურიას თქმით, გაზის ტარიფის შემცირება შესაძლებელია შაჰ-დენიზის გაზის პროექტზე დაყრდნობით, საიდანაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ყოველწლიურად უფასოდ იღებს ტრანსპორტირებული გაზის 5%-ს და გარდა ამისა, 500 მილიონ კუბურ მეტრს ფიქსირებულ დაბალ ფასად - 55 აშშ დოლარად 1 000 კუბურ მეტრზე.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11