Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზვიად ძიძიგური
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მაი.'10 / 16:33

 

 

ზვიად ძიძიგური. ფოტო: ინტერპრესნიუსი

კონსერვატიული პარტიის ლიდერი, 45 წლის ზვიად ძიძიგური ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატია. ეს საარჩევნო ბლოკი აერთიანებს კონსერვატიულ პარტიას, ხალხის პარტიას და მოძრაობას სამართლიანი საქართველოსთვის.

უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც ზვიად ძიძიგური ქართულ პოლიტიკაშია ჩართული. ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს იგი სამტრედიის პრეფექტი იყო 1991 წელს. 1992 წლის იანვარში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ჩამოგდების შემდეგაც ძიძიგური მისი მხარდამჭერი დარჩა და სამეგრელოს რეგიონში გამსახურდიას წარმომადგენლად მსახურობდა დევნილობაში. 1995 წელს ძიძიგური დააპატიმრეს. მან ციხეში 5 წელი გაატარა, რის შემდეგაც ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ყველა იმ დაკავებულთან ერთად, რომლებიც პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნეოდნენ. 

გათავისუფლების შემდეგ მან კონსერვატიული პარტია ჩამოაყალიბა და 2002 წელს მაშინდელი ოპოზიციური ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე გახდა. მან ”ვარდების რევოლუციაში” მიიღო მონაწილეობა და 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ერთიანი სიით პარლამენტის წევრი გახდა. თუმცა, იმავე წელს ძიძიგური გაემიჯნა სააკაშვილს და ოპოზიციაში გადავიდა.

გასული წლის ბოლოს ძიძიგურის კონსერვატიულმა პარტიამ ხალხის პარტიასთან ერთად შექმნა კოალიცია ზურაბ ნოღაიდელის პარტიასთან - მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, რომელიც საბოლოოდ საარჩევნო ბლოკად ჩამოყალიბდა სახელწოდებით - ეროვნული საბჭო.

ძიძიგური აწარმოებს კამპანიას დევიზით ”იბრძოლე დღეს” და აცხადებს, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე პოლიტიკური ფსონები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მხოლოდ თბილისის მერობის პოსტი. მისი ვარაუდით, 30 მაისის ადგილობრივი არჩევნები გადამწყვეტი ეტაპი უნდა გახდეს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9