Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
TI-ს ანგარიში წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 მაი.'10 / 18:15

2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, 30 მაისის თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში დღევანდელი მდგომარეობით ნაკლები დარღვევაა, ნათქვამია საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს მიერ 11 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

”თუმცა საერთო სურათი დადებითი შეფასების შესაძლებლობას მაინც არ იძლევა,” - ნათქვამია ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგს მიეძღვნა. 

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ მისი ბოლო ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული რესურსების "ოთხ ძირითად სახეობაზე და ესენია: ხისტი, ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები”. ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შესახებ პირველ ანგარიშში, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, ყურადღება დაეთმო არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხების ”უპრეცედენტო ზრდას”. 

ბოლო ანგარიშის თანახმად, ”ყველაზე შემაშფოთებელია” ამომრჩევლებზე და ოპოზიციის აქტივისტებზე ზეწოლის შემთხვევები. მსგავსი ფაქტები უფრო ხშირად რეგიონებში ხდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს 3 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, სამხედრო პოლიციის უფროსი, კოდორის პოლიციის მაღალჩინოსანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, მესტიის გამგებელი, სამხარეო ფინანსური პოლიციის უფროსი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, რომელთაც სპეცდანიშნულების რაზმი ახლდათ (დაახლოებით 40-50 კაცი), 22:00 საათიდან ღამის 3:00 საათამდე გამგეობაში იბარებდნენ პარტია თავისუფლების მაჟორიტარობისა და პარტიული სიის კანდიდატებს და ”არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმას აიძულებდნენ”. 

კიდევ ერთი შემთხვევის დროს, რომელიც ოზურგეთში მოხდა, პატიმართა ოჯახებზე ზეწოლა განახორციელეს. ანგარიშის თანახმად, აპრილში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელმა სთხოვა პატიმრების ოჯახებს, რომ მათი დაპატირებული ახლობლების გათავისუფლების სანაცვლოდ მმართველი პარტიის დაახლოებით 500 მხარდამჭერის ხელმოწერები მოეგროვებინათ მათ საიდენტიფიკაციო ნომრებთან და სხვა პირად ინფორმაციასთან ერთად.

აპრილში მთავრობამ ადგილობრივი არჩევნებისთვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის ”მიზანია სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება და ადგილობრივი არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა”.

8 მაისს ჯგუფი ოთხი არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციას შეხვდა და მათგან დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიიღო. ”ჯგუფის წევრებმა დარღვევებთან დაკავშირებული დეტალები ჩაინიშნეს და მათზე დაუყოვნებლივ რეაგირების პირობა დადეს,” - ნათქვამია ანგარიშში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28