Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია თვითმმართველობის არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მაი.'10 / 14:08

”არჩევნების დღეს, ისევე როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა საარჩევნო ადმინისტრაციისა და ხელისუფლების მხრიდან არჩევნების კარგად ჩატარების ნება”, ნათქვამია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების წინასწარ განცხადებაში 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შესახებ. 

”თუმცა, კენჭისყრის დღეს, ასევე გამოვლინდა გარკვეული ტენდენციები, რომლებიც ჩრდილს აყენებს არჩევნების დღის დადებითად შეფასებას,” - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, რომელმაც 1,100 საარჩევნო უბანზე განახორციელა არჩევნების მონიტორინგი.

უარყოფით ტენდენციებს შორის ორგანიზაციამ დაასახელა ”საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების აქტივისტთა მიერ განხორციელებული მასშტაბური აგიტაცია”.

არჩევნების დღის პირველ ნახევარში თბილისის და რამოდენიმე სხვა დიდი ქალაქის საარჩევნო უბნების გარეთ მმართველი პარტიის აქტივისტების ჯგუფები განლაგდნენ. ისინი აკვირდებოდნენ მიდიოდნენ თუ არა მმართველი პარტიის პოტენციური მხარდამჭერები უბანზე ხმის მისაცემად. მათ ნაციონალების მხარდამჭერთა წინასწარ შედგენილი სიები ეჭირათ და მოსულებს ნიშნავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც აქტივისტები პოტენციულ მხარდამჭერებთან დაკავშირებას ტელეფონით ცდილობდნენ და მათ არჩევნებში მონაწილეობას სთხოვდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ხალხის არჩევნებზე გამოყვანის მცდელობა იყო და მათი თქმით, ამაში უკანონო არაფერია. 

სამართლიანი არჩევნების განცხადებით, რთულია იმის თქმა, თუ როგორი გავლენა იქონია ამგვარმა კამპანიამ ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვაზე.

არჩევნების დღის უარყოფით ასპექტებს შორის ორგანიზაციამ ასევე დაასახელა საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა დონის მოხელეთა ”არაშესაბამისი კვალიფიკაცია და მათი არასათანადო ტექნიკური უზრუნველყოფა”.

სამართლიანი არჩევნების თქმით, ”არჩევნების დღეს ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებულ სერიოზული სახის დარღვევებს, როგორიცაა ორგანიზაცის დამკვირვებელთა უბანზე არ დაშვება, დამკვირვებელთა მიმართ ზეწოლა/მუქარა, სხვისი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა, ხელოვნურად გაზრდილი ამომრჩეველთა რაოდენობა სიის დანართში, ამომრჩეველთა სიებში არსებულ ხელმოწერებთან შედარებით, ზედმეტი ბიულეტენების რაოდენობა და ა.შ . მასშტაბური ხასიათი არ ქონია”.

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე სამართლიანმა არჩევნებმა 46 საჩივარი შეიტანა.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36