Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გალის ინციდენტებით შეშფოთებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ივნ.'10 / 13:01

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ”შეშფოთებას გამოთქვამს”  გალის რაიონში მომხდარ ბოლოდროინდელ ინციდენტებზე მიღებული ინფორმაციების გამო, რომლის შედეგად გარდაიცვალა სამი ადგილობრივი თანამდებობის პირი, ჭრილობები მიიღეს სხვა პირებმა, ადგილი ჰქონდა დაკავებათა რიგს და გავრცელდა ცნობები რამდენიმე სახლის გადაწვის შესახებ.

აფხაზური წყაროების ცნობით, გალის რაიონში განხორციელებული თავდასხმის შედეგად 1 ივნისს მოკლეს აფხაზი მებაჟე, ხოლო 3 ივნისს მომხდარი ცალკე ინციდენტის დროს მანქანაში ჩაცხრილეს გალის რაიონის სოფელ რეპის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ქართული წყაროები 6 ივნისს იტყობინებოდნენ, რომ გალის სოფელ დიხაზურგაში ჩატარებული ”სადამსჯელო ოპერაციის” შედეგად ”აფხაზმა სეპარატისტებმა” გადაწვეს რამდენიმე სახლი და რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი დააპატიმრეს.

”მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია,”- განაცხადა მისიამ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, ”რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ გააჩნია რეგიონში შესვლის შესაძლებლობა, მას არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა. მაშინ როდესაც ადგილობრივი გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში. თავშეკავება არის საჭირო იმისათვის, რომ ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას”.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს მხარეებს, რომ ”აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების ყველა შესაბამის წარმომადგენელს შორის აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს”.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7