Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნოღაიდელი და ოქრუაშვილი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'10 / 15:03

ზურაბ ნოღაიდელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა და ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ოპოზიციური ძალების "კონსოლიდაციისკენ“ და "გაერთიანებისკენ“ მოუწოდეს.

ამის შესახებ საუბარია მათ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 8 ივნისს მათ შორის ევროპაში გამართული შეხვედრის შედეგად გავრცელდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელსაც "უნდა ჰქონდეს ერთიანი სტრუქტურები“, ქვეყანას და საზოგადოებას  ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა უნდა შესთავაზოს.

“ჩვენი სახელმწიფოს ნგრევის შეჩერება და შენების დაწყება მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა,“– აცხადებენ ნოღაიდელი და ოქრუაშვილი, "მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სააკაშვილის ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის შეცვლა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიღწევა“.

აქვე აღნიშნულია, რომ 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებმა, რომელშიც ნოღაიდელმა ეროვნული საბჭოს ბლოკის ფარგლებში მიიღო მონაწილეობა, "კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ სააკაშვილი და მისი რეჟიმი იბრძვიან მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისათვის“ და რომ "დაქსაქსულ ოპოზიციას არ შესწევს უნარი, რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ რეჟიმს“.

“დრო კი არ ითმენს,“ – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რადგან "რეჟიმის უგუნური და უკანონო მოქმედების გამო, პარალიზებულია საქართველოს ეკონომიკა, მკვეთრად იმატა უმუშევრობისა და ემიგრაციის დონემ... გარდაუვალია ეკონომიკური კატასტროფა. აფხაზებთან და ოსებთან გაუცხოების ყოველი დღე გვაშორებს სანუკვარ მიზანს – საყოველთაო შერიგებას და საქართველოს გამთლიანებას“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52