Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივნ.'10 / 12:08

ოთხი პარტიისგან შემდგარი ალიანსი საქართველოსთვის დაიშალა, თუმცა პარტიები „ახლო კოორდინაციას“ განაგრძობენ, განაცხადა ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 15 ივნისს და იქვე დასძინა, რომ იგი ახლა თავისი პარტიის, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების მშენებლობასა და გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ალიანსი ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკელებმა და საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ 2009 წლის თებერვალში ჩამოაყალიბეს. ალასანიამ ელჩის თანამდებობა 2008 წლის დეკემბერში დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა. 2009 წლის ივლისში მან საკუთარი პარტია ჩამოაყალიბა, რომელიც ავტომატურად გახდა ალიანსი საქართველოსთვის წევრი, ხოლო მისი თავმჯდომარის პოსტი თავად ალასანიამ დაიკავა. 2010 წლის აპრილში ალიანსს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზაც შეუერთდა.

„ჩვენ ძალიან საინტერესო ერთი წელი განვლეთ ერთად. ჩემთვის, როგორც პოლიტიკაში ახლადშემოსული ადამიანისთვის, ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილების შემძენი და პირველ რიგში იმიტომ, რომ მყავდა პოლიტიკური პარტნიორები, ისეთები როგორიც არიან ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და საქართველოს გზა,“ – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია „კავკასიის“ თოქშოუში „ბარიერი“. 

„ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ გადავდივართ ურთიერთობების ახალ რეჟიმზე. ეს არის, რა თქმა უნდა, ახლო კოორდინაცია იმიტომ, რომ ჩვენ სტრატეგიულ საკითხებზე გვაქვს ერთნაირი პოზიციები... ჩვენ ვიქნებით კოორდინაციაში, მაგრამ აღარ ვიქნებით მჭიდრო ალიანსულ რეჟიმში,“ – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხდა, რომ იმ პარტიებს, რომლებიც ალიანსის წევრები იყვნენ, ახლა ორი მთავარი მიზანი აქვთ; პირველი „ერთობლივად იბრძოლონ საარჩევნო გარემოს შეცვლაზე“ და მეორე „გავაძლიეროთ ჩვენი საკუთარი პოლიტიკური პარტიები“.  

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ „დიდი შანსი“ არსებობს იმისა, რომ შემდეგ არჩევნებზე ისინი ისევ ერთიანი სიით ან უფრო ფართო ალიანსით გავიდნენ.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ყურადღება მიმართულია „საკუთარი პოლიტიკური მანქანის მშენებლობაზე“ – მას მხედველობაში პარტიის ინფრასტრუქტურა ჰქონდა – “რომელიც მზად იქნება არჩევნებისთვის როგორც თბილისში, ისე რეგიონებში“.

არჩევნების დროს ალასანია და მისი პარტია ძირითადად ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ინფრასტრუქტურას იყენებდა.

ხმების 19%–ით ალასანია 30 მაისის მერის არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შედგა, ის შორს არის სამართლიანისგან, რადგანაც არ ყოფილა თანაბარი კონკურენციის პირობები. ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამის შეცვლაა საჭირო.

მისი თქმით, მისი ერთ–ერთი „უდიდესი შეცდომა“ იყო ძალიან ბევრი დროის დაკარგვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებზე, ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე გაკეთებულიყო. ალასანიამ აღიარა, რომ მან ძალიან გვიან დაიწყო თავისი კამპანია, რომელიც სულ ცოტა ხუთი თვით ადრე მაინც უნდა წამოეწყო.

„ბოლო თვენახევარი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემთვის მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მოვედი,“ – განაცხადა მან. მას მხედველობაში ჰქონდა ამომრჩევლებთან შეხვედრები მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

„სწორედ ესაა, რის გაგრძელებასაც ვაპირებ –  ხალხთან შეხვედრა და ამომრჩეველთა ბაზის გაძლიერება და შემდგომი გაზრდა,“ – განაცხადა მან.   

მან ასევე განაცხადა, რომ ალიანსმა ვერ შეძლო „მხარდამჭერთა მობილიზება“ არჩევნების დღეს ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის უზრუნველსაყოფად, რაც, მისი თქმით, ნაწილობრივ ფინანსური რესურსების ნაკლებობამ გამოიწვია. მისი თქმით, მომავალში იგი უფრო აქტიურად გამოიყენებს ინტერნეტს და სოციალურ ქსელებს, რათა ახალგაზრდა ამომრჩევლებს მიაწვდინოს ხმა.

ალიანსმა საქართველოსთვის თბილისის 50–წევრიან საკრებულოში ხუთი ადგილი მოიპოვა, ორი მათგანს ალასანიას პარტიის წევრები – ზურაბ აბაშიძე და ვიქტორ დოლიძე დაიკავებენ. რესპუბლიკურ პარტიას, ახალ მემარჯვენეებს და საქართველოს გზას თითო–თითო დეპუტატი ეყოლებათ.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21