Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'10 / 13:48

მარცხნიდან მარჯვნივ: ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრად წარდგენილი რამაზ ნიკოლაიშვილი; ახალგაზრდობისა და სპორტის ახალ სამინისტროში წარდგენილი ლადო ვარძელაშვილი; ეკონომიკის მინისტრად წარდგენილი ვერა ქობალია და საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე. ფოტო: ინტერპრესნიუსი

თავრობაში საკადრო ცვლილებების შედეგად სამი ახალი მინისტრი დაინიშნება და ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო შეიქმნება.

ამის შესახებ ცვლილებების ერთობლივ პრეზენტაციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 25 ივნისს ისაუბრეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დავით ტყეშელაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონეული მართვის სამინისტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ინიშნება, ხოლო მისი მოადგილე ჟურნალისტი და „რუსთავი 2“–ის საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსი ირმა ნადირაშვილი გახდება. ეს უკანასკნელი, პრეზიდენტის თქმით, პრესსთან ერთად სხვა მიმართულებებზეც იქნება პასუხისმგებელი.

პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია სახელმწიფო დაცვის სამსახურს ჩაუდგება სათავეში.

დავით ტყეშელაშვილის ადგილს მთავრობაში რამაზ ნიკოლაიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონეული მართვის სამინისტროს დაქვემდებარებული საგზაო დეპარტამენტის მოქმედი ხელმძღვანელი დაიკავებს.

ეკონომიკის ახალ მინისტრად ვერა ქობალია დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილი შეცვალა. პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკის ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ პოსტზე ათთვიანი მუშაობის დასასრულს.

ვერა ქობალია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი იყო, რომელიც რამდენიმე თვეა რაც დააფუძნა  კანადიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც აფხაზეთიდან 90–იან წლებში მომხდარი კონფლიქტის შედეგად იყო საქართველოდან ლტოლვილი. მას პრეზიდენტმა კანადაში „ძალიან წარმატებული ბიზნესვუმენი“ უწოდა. ქობალიას ოჯახი ვანკუვერში 2001 წლიდან პურის საცხობის ბიზნესს ეწევა.

მთავრობაში შეიქმნება ახალგაზრდობისა და სპორტის ცალკე სამინისტრო და მას სათავეში შიდა ქართლში პრეზიდენტის ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება. ჯერ–ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ვარძელაშვილს პრეზიდენტის რწმუნებული პოსტზე.

ამ სტრუქტურულ ცვლილებას საკანონმდებლო შესწორება სჭირდება,  რომლის შედეგადაც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტის სეგმენტი გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. ამდენად, მთავრობაში სულ 17 სამინისტრო და 3 სახელმწიფო მინისტრი იარსებებს. 

იმავდროულად, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია, რომელიც  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება იყო, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.  

იმის გამო, რომ უკანასკნელი ცვლილებებით ბოლო დროს შეცვლილი მინისტრების საერთო რაოდენობამ კაბინეტის სრული შემადგენლობის 1/3–დს გადააჭარბა, მთავრობისა და მისი პროგრამის დამტკიცება პარლამენტს მოუწევს.

პრეზიდენტის თქმით, მთავრობა არის "სტაბილური ორგანიზმი“ და 2008 წლის შემდეგ მასში ცვლილებები ხდება უფრო იშვიათად, ვიდრე მანამდე "დაღვინების პერიოდში მყოფი პრეზიდენტობის და მთავრობის პირობებში“. 

“მთავრობა, რომელიც ეფუძნება კადრების სტაბილურობას, ასევე ეფუძნება რეზულტატით შეფასებას ადამიანების – თუ ადამიანი კონკრეტული მიმართულებით რეზულტატს ვერ აღწევს, ის აუცილებლად უნდა იყოს გადასროლილი სხვა მიმართულებაზე,“– განაცხადა სააკაშვილმა, "ეს არის მთავრობა, რომელიც ეფუძნება მუდმივ განახლებას ასევე და მუდმივად, თუნდაც მცირე დოზებით ახალი სისხლის შევსებას და შეშხაპუნებას. ამის გარეშე ქვეყანა ვერ წავა წინ. ყოველთვის უნდა ხდებოდეს გარკვეული განახლება განსაკუთრებით კვალიფიციური, გამოცდილი ახალგაზრდა კადრებით“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე წარადგინა საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე, რომელიც ბოლო 15–16 წელი საფრანგეთში ცხოვრობდა და „ძალიან ცნობილი პოლიტოლოგია პარიზში". თორნიკე გორდაძე ანატოლიის კვლევის ფრანგული ინსტიტუტის კავკასიის ცენტრის დირექტორი იყო. 

სააკაშვილის თქმით, მინისტრის ახალი მოადგილე ევროპულ "უმნიშვნელოვანეს" მიმართულებაზე, კერძოდ, კი ევროკავშირთან სავიზო შეთანხმების ამოქმედებაზე, თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირებული ხელშეკრულებების მომზადებაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეზიდენტის განცხადებით, ასოცირებულ შეთანხმებაზე მუშაობა 15 ივლისიდან დაიწყება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35