Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უშიშროების საბჭო ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიას განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 ივნ.'10 / 15:55

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიწვია. სხდომის მონაწილეები  განიხილავენ სამოქმედო გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მთავრობის მიერ მომზადებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა 29 ივნისს დაგეგმილ სხდომაში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს. სხდომაში ასევე მიიღებს მონაწილეობას მრეწველთა პარტიის წარმომადგენელი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ შედგება უკვე შემუშავებული სამოქმედო გეგმის "სიღრმისეული განხილვა“.

ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც ერთი წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტში, განაცხადა, რომ სხდომაზე დააყენებს ”მაღალი სტატუსის მქონე კომისიის” შექმნის საკითხს, რათა საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე ახალი საარჩევნო კოდექსი მომზადდეს.

ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე სპეციალური ჯგუფი მუშაობდა, რომელმაც ვერ მიაღწია კონსენსუსს თბილისის მერის არჩევის წესის ძირითად პრინციპებზე.

თავიანთ ბოლო ანგარიშში, რომელიც ივნისში გამოქვეყნდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე არჩევნებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდეს.

„არსებულმა საარჩევნო კოდექსმა და სხვა კანონებმა, რომლებიც არჩევნებს არეგულირებენ, უამრავი ცვლილება განიცადეს იმ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც არჩევნების დროს გამოვლინდა. ამან გამოიწვია საარჩევნო კოდექსში ურთიერთსაწინააღმდეგო ან ბუნდოვანი დებულებების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამიტომ, საჭიროა ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება და რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალის კონსესუსის საფუძველზე საარჩევნო სისტემის შექმნა. ეს არჩევნებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე უნდა დასრულდეს,“ – ნათქვამია თანამომხსენებლების ანგარიშში.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 19 ივნისს განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსზე სამუშაო ჯგუფი მუშაობას, სავარაუდოდ, შემოდგომიდან განაახლებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30