Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფილიპ გორდონი კლინტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ივნ.'10 / 12:43

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 5 ივლისს საქართველოში ვიზიტის დროს აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარეობას და 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების შედეგებს განიხილავს, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა.

კლინტონი აღმოსავლეთ ევროპულ ტურნეს 1 ივლისს უკრაინიდან დაიწყებს. შემდეგ ის პოლონეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს და საქართველოს ეწვევა.

თბილისში აშშ–ის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, და ასევე ქალ ლიდერებს შეხვდება, განაცხადა გორდონმა. 

"მსგავსი ტურნეების დროს, როდესაც არა ერთ ქვეყანას სტუმრობ, მრავალმხრივი მიზნები გაგაჩნია,“ – განაცხადა მან 29 ივნისს ვაშინგტონში ჟურნალისტებთან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ გამართულ ბრიფინგზე. "როგორც ვფიქრობ, საერთო თემა ამ შემთხვევაში, რომელიც ყველა ამ ქვეყნისთვის საერთო იქნება, არის დემოკრატიის თემა“.

გორდონმა ასევე განაცხადა, რომ მას არ მიაჩნია, რომ ამ ტურნეს მთავარი მიზანი პარტნიორების დარწმუნებაა იმაში, რომ აშშ პარტნიორების ხარჯზე ახდენს რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. მისი თქმით, ვაშინგტონის პარტნიორებს ისედაც კარგად ესმით, რომ "რუსეთთან უკეთესი ურთიერთობები არ ხდება რუსეთის მახლობლად მდებარე სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებთან ურთიერთობების ხარჯზე“.    

"ჩემი ვარაუდით, ორივე ადგილას [უკრაინასა და საქართველოში] სახელმწიფო მდივანი თავის კოლეგებთან რუსეთის შესახებ ისაუბრებს, თუმცა ეს საკითხი ამ ვიზიტის მიზეზად არ მიმაჩნია,“ – განაცხადა მან, "არ გვგონია, რომ აშშ-ის უკეთესი ურეთიერთობები რუსეთთან ვინმესთვის შეშფოთების მიზეზი უნდა იყოს.”

გორდონმა იქვე დასძინა, რომ თუ ამასთან დაკავშირებით ეჭვები მაინც არსებობს, სახელმწიფო მდივანი ”სიამოვნებით განიხილავს” ამ საკითხს.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ კვლავაც მოუწოდებს რუსეთს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შეასრულოს და უზრუნველყოს გამჭირვალობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში საერთაშორისო მისიების შეშვების გზით.

"ჩვენ უკმაყოფილო ვართ იქ არსებული ვითარებით და ეს მკაფიოდ გამოვხატეთ. პრეზიდენტმა [ობამამ] გასულ კვირაში ნათლად განუმარტა ეს პრეზიდენტ მედვედევს, და ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – განაცხადა გორდონმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
87