Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტელევიზიებს ჯამში, დაახლოებით, 36 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 ივლ.'10 / 18:48

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო მაუწყებელთა საგადასახადო ამნისტირების შესახებ ინიციატივა, რომელიც ნაციონალური და რეგიონალური ტელევიზიების მიერ 1 მარტამდე დაგროვილი, დაახლოებით 36 მლნ ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას ითვალისწინებს.

თავდაპირველად საგადასახადო კოდექსში ეს ცვლილებები ითვალისწინებდა დავალიანების იმ ოდენობით ჩამოწერას, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის ექნებოდათ ტელევიზიებს დაგროვილი. თუმცა ეს დებულება ფიქსირებული ვადით შეიცვალა.

ტელევიზიებისთვის, დაახლოებით, 36 მლნ ლარის შეღავათის გაწევა, ხელისუფლების თქმით, ერთჯერადი ხასიათის აქტია. თუმცა  რომელ და რამდენ ტელეკომპანიას რა კონკრეტული თანხა ჩამოეწერება კანონპროექტში არ არის მითითებული იმ მოტივით, რომ ეს ინფორმაცია ”საგადასახადო საიდუმლოებას” წარმოადგენს.

დამოუკიდებელი კვლევის თანახმად, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება –საქართველოს“ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში გაჟღერდა, გაირკვა, რომ რეგიონულ ტელევიზიების ჯამური დავალიანება სახელმწიფოს მიმართ 2 მლნ ლარს არ აღემატება, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანება, თავად ტელევიზიის ფინანსური მენეჯერის ინფორმაციით, დაახლოებით, 9 მლნ ლარია.

უცნობია რა წილი აქვთ ტელეკომპანიებს "რუსთავი–2“–სა და "იმედს“, დაახლოებით, 25 მლნ ლარის ოდენობით დარჩენილ დავალიანებაში.

"მაესტროსა“ და თბილისში მაუწყებელი "კავკასიის“ განცხადებით, მათ ბიუჯეტის მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნიათ.

ქართული რეგიონული ტელევიზიების საგადასახადო ამნისტიის შესახებ ინიციატივით, პრეზიდენტი სააკაშვილი 26 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გამოვიდა. თუმცა, მოგვიანებით საანგარიშო მოხსენების ტექსტში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, უკვე ”ყველა ქართულ ტელევიზიაზე” იყო საუბარი. ”იქნება ეს რეგიონალური თუ ნაციონალური, გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია, რათა მათ უფრო თამამად შეეძლოთ განვითარება. ხოლო მათი მეშვეობით, ვითარდებოდეს ქართული დემოკრატია და პოლიტიკური კულტურა,“ - ნათქვამი იყო ტექსტში.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46