Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს რკინიგზა 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 ივლ.'10 / 14:38

საქართველოს რკინიგზა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციებს განათავსებს, განაცხადა პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემაში „ბიზნეს კურიერი“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაური 7–8 ივლისს ლონდონს ეწვევა და JP Morgan–ის მიერ ორგანიზებულ საქართველოს რკინიგზის ევროობლიგაციების როუდ–შოუს გაუძღვება. 

ნიკოლოზ მჭედლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზუსტდება რა ვადით განისაზღვრება ეს ობლიგაციები. „ჩვენ შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ეს იქნება ხუთიდან შვიდ წლამდე ვადიანობის მქონე ევროობლიგაციები,“ – დასძინა მან.

იმავე ინფორმაციით, მოზიდული თანხის ძირითადი ნაწილი რკინიგზის შემოვლითი პროექტის განხორციელებას მოხმარდება. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი 100 მილიონ ევროს გამოყოფს თბილისის ცენტრიდან სარკინიგზო ხაზის ქალაქის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრის მოშორებით გადატანის მიზნით.  რკინიგზის ეს მონაკვეთი საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნით ტვირთების მოძრაობის მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22