Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა Eutelsat-ის წინააღმდეგ საქმე წააგო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივლ.'10 / 18:43

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი „პირველი კავკასიური არხის“ ბედი გაურკვეველი რჩება მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის წამყვანი თანამგზავრების ოპერატორი კომპანიის Eutelsat-ის წინააღმდეგ პარიზის კომერციული დავების სასამართლოში საქმე წააგო.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია ბიჭიკაშვილმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ პარიზის სასამართლომ 12 ივლისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი, რომელიც Eutelsat-ისგან მოითხოვდა აღედგინა რუსულენოვანი არხის მაუწყებლობა Eutelsat-ის W7 სატელიტზე -  ”პირველი კავკასიურისთვის” ყველაზე ხელსაყრელ სატელიტზე, რადგან იქიდან შესაძლებელია რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებზე მაუწყებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე მოითხოვდა იმ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას, რაც „პირველი კავკასიურის“ Eutelsat-ის სატელიტიდან მოხსნას მოყვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით „პირველი კავკასიურის“ თანამგზავრიდან მოხსნით Eutelsat-მა შეთანხმება დაარღვია.

Eutelsat-მა თავისი გადაწყვეტილება საცდელი პერიოდის გასვლით დაასაბუთა და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან არანაირი კონტრაქტი არ არსებობდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების თქმით, Eutelsat-ი რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ დაგმეს „პირველი კავკასიური“ არხი და იგი საქართველოს „ანტი–რუსულ პროპაგანდად“ და ჩრდილოეთ კავკასიაში „ექსტრემიზნის იდეოლოგიის დანერგვის“ მცდელობად შეაფასეს.

Eutelsat-მა უარყო საქართველოს ბრალდება და განაცხადა, რომ 2009 წელს ის მოლაპარაკებებს აწარმოებდა W7 სატელიტზე ადგილის დაქირავებაში დაინტერესებულ რამოდენიმე კლიენტთან და გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი მოსკოვში განთავსებულ სატელიტურ კომპანია Intersputnik-ისთვის დაეთმო. ამ შეთანხმების მიხედვით, Intersputnik-მა Eutelsat-ის W7 სატელიტზე 16 ტრანსპონდერი იქირავა “გაზპრომ მედია ჯგუფის” კუთვნილი NTV-Plus-ისთვის სერვისების უზრუნველსაყოფად. Eutelsat-ის განცხადებით, მან Intersputnik-ისგან ”მყარი გარანტია” მიიღო, რომ W7-ზე ის ბევრად უფრო მეტ ადგილს აიღებდა, ვიდრე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი ”პირველი კავკასიურისთვის”. ანუ Eutelsat-ისთვის რუსული მხარის შეთავაზება კომერციულად გაცილებით უფრო მომგებიანი აღმოჩნდა. Eutelsat-მა სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვა სატელიტი, კერძოდ კი W2A შესთავაზა, თუმცა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს შემოთავაზება უარყო იმ მოტივით, რომ ახლად შემოთავაზებული ადგილმდებარეობა სრულად ვერ ფარავდა იმ ტერიტორიებს, რომელზე მაუწყებლობაშიც ”პირველი კავკასიური” იყო დაინტერესებული.  

სატელიტიდან მოხსნის შემდეგ ”პირველი კავკასიური” თბილისში საკაბელო ქსელით მაუწყებლობდა და ინტერნეტში იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ, პარიზის სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში, ივნისის დასაწყისში, არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა, თუმცა ინფორმაციების განახლებას ის ინტერნეტ-გვერდზე კვლავაც აგრძელებს.

მაია ბიჭიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს „პირველი კავკასიურის“ მომავლის შესახებ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაცემებით, Eutelsat–ის წინააღმდეგ სასამართლო დავა მას 900 000 ლარამდე დაუჯდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7