Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”პირველი კავკასიური” სამართავად კერძო კომპანიას გადაეცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ივლ.'10 / 11:50

საზოგადოებრივი მაუწყებელმა მისი რუსულენოვანი ”პირველი კავკასიური არხი” მმართველობაში გადასცა კერძო კომპანიას, რომელიც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან არხის მუშაობის უზრუნველსაყოფად 4,7 მილიონ ლარს მიიღებს.

ეს 4,7 მილიონი ლარი არის ნაწილი იმ საერთო თანხისა - 7 მილიონი, რომელიც მთავრობამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ”პირველი კავკასიურისთვის” 2010 წლის 9 ივლისის განკარგულებით გამოუყო.

”ჩვენ არ გვინდა რომ გაჩერდეს ეს პროექტი [”პირველი კავკასიური”] , მითუმეტეს იმის მერე რაც მოხდა,” განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 14 ივლისის სხდომაზე. მას მხედველობაში ქონდა პარიზის კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მაუწყებლის Eutelsat-ის წინააღმდეგ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

”სასამართლოს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის აბსოლიტური უსამართლობა და არაკომპეტენტურობა,” დასძინა მან. 

ჭანტურიამ განაცხადა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომ სატელიტზე გასვლის საკითხი უკვე ”მოგვარებულია” სხვა ”უფრო კეთილსინდისიერ პარტნიორებთან”, თუმცა მან საჯაროდ ამ საკითხის დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

მისი თქმით გადაწყდა, რომ ”პირველი კავკასიური” სამართავად კერძო კომპანიისთვის გადაეცათ, რადგან მისი აზრით ეს არხის მართვას უფრო ”მოქნილს და ეფექტურს” გახდის.

შპს ”ქეი 1”-ის, რომელსაც არხი გადაეცა სამართავად, ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსია. პარსონსი ფრანგული, ინგლისურენოვანი არხის France24-ის საერთაშორისო ამბების რედაქტორი იყო, ხოლო 1993-2002 წლებში BBC-ის კორესპონდენტი მოსკოვში. 2003-2005 წლებში ის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის რედაქტორი იყო.

პარსონსმა  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განუცხადა 14 ივლისის სხდომაზე, რომ ასეთი არხის შექმნა თავისთავად ”ძალიან კარგი იდეა” იყო, განსაკუთრებით კი იმ რეგიონში სადაც ”მედია გარემო საქართველოს მიმართ მტრულია,” რადგან რუსული მედია ცდილობს ”საქართველოს დამახინჯებული სურათი შექმნას.”

თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ იდეის განხორციელებას ”ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.”

„ის [არხი] არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აღქმული როგორც პროპაგანდისტული... მე ჩემს კოლეგებს მკაფიოდ ვეუბნები, რომ ჩვენ არ უნდა დავადგეთ ამ გზას... ეს დროის კარგვა იქნება; ეს უნდა იყოს ობიექტური არხი, სადაც ეს [საქართველოს] ხელისუფლება ისევე დაექმევდებარება სამართლიან კრიტიკას, როგორც რომელიმე სხვა მთავრობა ამ რეგიონში,“ – განაცხადა პარსონსმა. 

მისი თქმით, ახრი „კრიტიკულად, მაგრამ კონსტრუქციულად“ გააშუქებს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

პარსონსმა ასევე განაცხადა, რომ მისი მიზანია არხი საქართველოში ჟურნალისტიკის სტანდარტად, „ჟურნალისტიკის ახალ სკოლად“ აქციოს.

მისი თქმით, ეს ძვირი დაჯდება, რადგან მეორეს მხრივ არხს სხვა ქვეყნების მაუწყებლებთან კონკურენციაში შესვლა მოუწევს.

პარსონსმა ასევე განაცხადა, რომ არხი მაღალპროფესიონალებით უნდა დაკომპლექტდეს. მისი თქმით მან არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად დევიდ ჩატერი მოიწვია, რომესაც ბრიტანულ და სხვა ტელევიზიებში მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

„პირველი კავკასიურის“ საინფორმაციო სამსახურს ამჟამად ეკატერინე კოტრიკაძე ხელმძღვანელობს, რომელიც პარსონსთან ერთად შპს ”ქეი 1”-ს თანადამფუძნებელია.

პარსონსის თქმით, მას სურვილი აქვს, რომ არხს კორესპონდეტები ყავდეს მოსკოვში, ვლადიკავკაზში, მახაჩკალაში, კიევში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ერევანში, ბაქოში, ანკარასა და თეირანში.

გადაწყვეტილება არხის კერძო მმართველობაში გადაცემის თაობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 14 ივლისს გამართულ შეხვედრაზე მიიღი; თუმცა საბჭოს სამმა წევრმა მედია კლუბიდან გადაწყვეტილების მხარდაჭერისგან თავი შეიკავა; ისინი მოითხოვნდნენ, რომ საბჭოს არ მიეღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და კენჭისყრა გადაედოთ; თუმცა, სხდომაზე დამსწრე წევრთა უმეტესობამ მათი მოსაზრება არ გაიზიარა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32