Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ
/ 21 ივლ.'10 / 19:01

ვინაიდან  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წელს  სამხედრო ინტერვენციის გზით ანექსიის შემდეგ, საბჭოთა რეჟიმმა გაანადგურა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური კლასი არამედ საქართველოს  ასეულ ათასობით მოქალაქე;

ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ 1939 წლისთვის საქართველო უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული, ევროპის გავლენის სფეროებად გადანაწილებამ გაახანგრძლივა საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა;

ვინაიდან საბჭოთა კავშირის მიერ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე ათეულ მილიონობით ადამიანის მკვლელობის და სხვა დანაშაულის მასშტაბი და სისასტიკე არ ჩამოუვარდება ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებს;

ვინაიდან 1939 წლის 23 აგვისტოს ყველა დროის ორმა ყველაზე დანაშაულებრივმა ტოტალიტარულმა რეჟიმმა – საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ – ე.წ. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის ხელმ
ოწერით გავლენის სფეროებად დაინაწილეს ევროპა, რითაც სათავე დაუდეს ყველაზე სისხლმისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში;

ვინაიდან პაქტის ხელმოწერიდან ორი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირი მოქმედებდა როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე და მასთან ურთიერთქმედებით მოახდინა მეზობელი სახელმწიფოების ან მათი ნაწილების ანექსია და ძალის გამოყენებით დაამხო ამ სახელმწიფოების დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებები;

ვინაიდან რუსეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ ესწრაფვის ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლის და გავლენის სფეროების დაკანონებისკენ, ხოლო დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების დამხობა კვლავაც წარმოადგენს მის დეკლარირებულ მიზანს;

ვინაიდან ტოტალიტარული რეჟიმების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს უნდა მიეცეს როგორც სამართლებრივი და ისტორიული, ასევე პოლიტიკური შეფასება რათა საბოლოოდ აღმოიფხვრას ზემოთხსენებული დანაშაულებების ყოველგვარი გამართლება;

ვინაიდან წარსულის მიუკერძოებელი შეფასება მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და ვინაიდან ტოტალიტარიზმის ასეულ მილიონობით მსხვერპლთა ხსოვნა არ უნდა მიეცეს დავიწყებას;

ვინაიდან 23 აგვისტო ევოპის პარლამენტის და ეუთო–ს საპარლამნენტო ანსამბლეის მიერ 2009 წელს გამოცხადდა ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ;

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. გამოცხადდეს ყოველი წლის 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ;

2. გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა და გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხის შესახებ; შემუშავდეს ახალი და სრულყოფილი გახდეს არსებული სასწავლო სახელმძღვანელოები, პროგრამები და ღონისძიებები ტოტალიტარიზმის ისტორიის შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28