Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი გმობს ცხინვალელ აქტივისტზე თავდასხმას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივლ.'10 / 12:32

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 26 ივლისს განაცხადა, რომ ცხინვალელი აქტივისტის და ჟურნალისტის თემურ ცხოვრებოვის უმოწყალოდ ცემა ნათელი დასტურია იმ ძალადობის და განსხვავებული აზრის გამო დევნისა, „რაც სუფევს სამხრეთ ოსეთის/ ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“.

ცხოვრებოვს ცხინვალის ცენტრში  24 ივლისს დაახლოებით ათკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს შორის იყვნენ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის მხარდამჭერი ორგანიზაციის წევრებიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ცოტა სამი თავდამსხმელი სეპარატისტული რეგიონის პარლამენტის წევრია.

ცხოვრებოვი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს სერიოზული დაზიანებებით, ხოლო მოგვიანებით ის  ვლადიკავკაზის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცხოვრებოვმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, მონაწილეობდა ჰოლანდიაში, ქალაქ ლეიდენში, ივლისის შუა რიცხვებში გამართულ “ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში.” ფორუმი მიზნად ისახავს ქართულ და ოსურ სამოქალაქო სექტორებს შორის კონტაქტების შენარჩუნებას. ლეიდენის შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთობლივი მიმართვა მიიღეს სადაც ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდებენ მოაგვარონ კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული პრობლემები.

ცხოვრებოვზე თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, სამხრეთ ოსეთის ლიდერის წარმომადგენელმა პოსტ–კონფლიქტური მოგვარების საკითხებში, ბორის ჩოჩიევმა მწვავედ გააკრიტიკა შეხვედრის ოსი მონაწილეები, კერძოდ კი ცხოვრებოვი.

„საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი სახით და მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების მხრიდან მეტ ძალისხმევას და აქტიურობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის,“ – განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.

Human Rights Watch–მა მოუწოდა რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლა მოახდინონ სეპერატისტული რეგიონის ხელისუფლებაზე, რათა მათ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები სამართალში მისცენ და უზრუნველყონ ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნა რეგიონის სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტებისთვის.

„შეძრწუნებულები ვართ ცხოვრებოვზე თავდასხმის გამო და ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ სამხრეთ ოსეთში აქტივისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჰოლი კარტნერმა, HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორმა. „სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიებაა საჭირო დამნაშავეთა სამართალში მისაცემად“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22