Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პროგრესის გარეშე დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ივლ.'10 / 15:46

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა 27 ივლისს მოლაპარაკებების მეთორმეტე რაუნდი დაასრულეს და შეთანხმდნენ, რომ მომდევნო შეხვედრა 14 ოქტომბერს გამართონ.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პიერ მორელმა, რომელიც ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ „პოზიციებში მნიშვნელოვანი უთანხმოებები რჩება“. ეს საკითხი მხარეებს შორის დაპირისპირების ერთ–ერთ მთავარ თემას წარმოადგენს. 

„სამწუხაროდ, რუსეთისა და მისი მარიონეტული რეჟიმის უაღრესად არაკონსტრუქციული პოზიციის გამო კონსენსუსის მიღწევა აღნიშნულ [საკითხზე] ვერ ხერხდება,“ – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, ქართული მხარე მიესალმა თანათავმჯდომარეების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებს ძალის გამოუყენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა განაგრძოს მუშაობა ამ საკითხისადმი ”თანმიმდევრულ მიდგომაზე“.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ რვა ქართველის განთავისუფლებისკენ, რომლებიც ცხინვალში რჩებიან დაკავებულები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

სამინისტროს განცხადებით, ასევე ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული იმ დოკუმენტზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებას და სხვა ჰუმანიტარულ საკითხებს ეხება, რადგან, სამინისტროს თქმით, მოსკოვი და მისი მარიონეტული რეჟიმები სოხუმსა და ცხინვალში კვლავ ეჭვქვეშ აყენებენ დევნილთა უფლებას დაბრუნებაზე.

მოლაპარაკებების წინა რაუნდებისგან განსხვავებით, მეთორმეტე რაუნდს რამოდენიმე მთავარი მონაწილე არ ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. მის ნაცვლად, რუსულ დელეგაციას საგარეო უწყების დსთ–ს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ალექსეი დვინიატინი ხელმძღვანელობდა.

დვინიატინმა განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს, რომ კარასინის არ დასწრება „პოლიტიკური სიგნალი“ არ იყო. კარასინი 26-28 ივლისს მოლდოვას სტუმრობდა.

სოხუმმა დელეგაციის ხელმძღვანელის გაგზავნაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს განზრახ გააკეთა იმ იმედგაცრუების გასახატად, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე პროგრესის არ არსებობას უკავშირდება. სოხუმმა განაცხადა ივნისის ბოლოს, რომ „დროებით ტოვებს“ ჟენევის მოლაპარაკებებს, თუმცა საბოლოოდ წარმომადგენლის გაგზავნაზე დათანხმდა, მაგრამ ეს არ ყოფილა დელეგაციის ხელმძღვანელი. სოხუმმა მეთორმეტე რაუნდში მისი მონაწილეობა „ტექნიკურ დასწრებად“ შეაფასა.

მოლაპარაკებებს ასევე არ ესწრებოდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მის ნაცვლად აშშ–ს დელეგაციას გორდონის მოადგილე, თინა ქეიდენაუ ხელმძღვანელობდა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14