Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი სოხუმს სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 აგვ.'10 / 11:31

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თავდაცვის მინისტრთან ანატოლი სერდიუკოვთან ერთად 8 აგვისტოს ხანმოკლე ვიზიტით სოხუმს ესტუმრა.

სოხუმში გამართულ შეხვედრაზე მედვედევმა განუცხადა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, რომ მოსკოვის მიერ აფხაზეთის აღიარების შემდეგ მის ვიზიტს რეგიონში "განსაკუთრებული მნიშვნელობა“ აქვს, რადგანაც ის აგვისტოს ომის მეორე წლისთავს დაემთხვა.

„ორი წლის წინ სამხრეთ ოსეთში მძიმე მოვლენები მოხდა, რასაც მთელი რიგი პოლიტიკური პროცესები მოყვა, მათ შორის რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება,“ – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, ორი რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება "ადვილი არ ყოფილა, მაგრამ როგორც დრომ გვიჩვენა, ეს სწორი“ გადაწყვეტილება იყო.

"მაშინ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხების არსებობა საფრთხის ქვეშ იდგა. და ეს გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო მაშინ, სიტუაცია პრინციპულად განსხვავებული იქნებოდა,“ – განაცხადა მან, "ახლა ვითარება დამშვიდდა და ამას საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობაშიც ვხედავ. რა თქმა უნდა, მას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს: ზოგი ასე ფიქრობს, ზოგიც ისე. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს ობიექტური ფაქტორები და ისინი გახმოვანდა რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ. შემდეგ ისინი ჰეიდი ტალიავინის მოხსენებაში და სხვა დოკუმენტებში აისახა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა“.

მისი თქმით, რუსეთი მზად არის განაგრძოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობა სოხუმთან და ცხინვალთან. მედვედევმა, რომელმაც სოხუმის სანაპიროზეც გაისეირნა, განუცხადა იქ მყოფ რუს ტურისტებს, რომ მოსკოვი დაეხმარება აფხაზეთს აეროპორტის და საჰაერო მიმოსვლის აღდგენაში, რათა რეგიონმა მეტი ტურისტი მიიზიდოს.      

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14