Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ: ”რუსეთმა აფხაზეთში C-300 ორი წელია რაც განათავსა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აგვ.'10 / 14:42

რუსეთის განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე შესაძლოა არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.

“ჩვენი ცნობით, რუსეთს C-300 აფხაზეთში ბოლო ორი წელია განთავსებული აქვს,“– განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 11 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ არ შეგვიძლია დადასტურება დაამატეს თუ არა მათ [რუსეთმა] იქ უკვე არსებულ სისტემებს ახალი კომპლექსი. ჩვენ შევისწავლით ამას. ეს თავისთავად შეიძლება არც იყოს ახალი მოვლენა. ის სისტემა ადგილზე უკვე იყო გარკვეული პერიოდის მანძილზე,“– დასძინა მან.

“როიტერი“ პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა 11 აგვისტოს, რომ აშშ–ს ჯერ არ შეუძლია ახალი  სისტემის განთავსების დადასტურება და ინფორმაციის მოძიების პროცესშია.

“მაგრამ გაუმჭირვალობა და აფხაზეთში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობა ამას ართულებს,“– განაცხადა ოფიციალურმა პირმა პენტაგონიდან.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა ალექსანდრე ზელინმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განათავსა რეგიონის საჰაერო სივრცისა და იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზების დასაცავად. მან ასევე აღნიშნა, რომ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა C-300 „მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ობიექტებს დაფარავს“, ხოლო  სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას სხვა სისტემები უზრუნველყოფს.

„ამავე დროს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ამოცანას ასევე ფრონტალური და საჯარისო ავიაცია შეასრულებს, რომელიც იქ საბრძოლო მორიგეობაზე იქნებიან,“ – დასძინა ზელინმა.

სხვა დეტალები, მათ შორის განთავსების თარიღის შესახებ, არ გავრცელებულა.

თავდაპირველად, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას კითხეს C-300-ის აფხაზეთში განთავსების თაობაზე, მან BBC–ის რუსულ სამსახურს განუცხადა, რომ ასეთი სისტემა რეგიონში არ განთავსებულა. მან თქვა, რომ ჟურნალისტებმა ზელინის განცხადება არასწორად გაიგეს.

თუმცა, მოგვიანებით, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ღვინჯიამ დაადასტურა, რომ C-300 განთავსებული იყო და აღნიშნა, რომ ეს ქმედება შესაბამისობაში მოდიოდა მოსკოვსა და სოხუმს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ არსებულ შეთანხმებასთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ „სარაკეტო სისტემის განთავსება წარმოადგენს რუსეთის დეკლარირებული „გავლენის სფეროების" იმპერიული პოლიტიკის სამხედრო განზომილების გაძლიერების ნათელ მაგალითს, და კოლონიზატორული წარსულის რეანიმაციის მცდელობას“.

“აბსოლუტურად გაუგებარია თუ რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს ეს უკიდურესად საშიში, პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ 11 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.

C-300 დიდი რადიუსის მქონე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელსაც ერთდროულად რამოდენიმე სამიზნის წინააღმდეგ მოქმედება შეუძლია; მას ასევე შეუძლია მართვადი და ბალისტიკური რაკეტების განადგურება.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ თუ სისტემის განთავსების მიზანი საქართველოა, მაშინ ამ გადაწყვეტილებას რაციონალობა აკლია. „პირველ რიგში ვინც უნდა იყოს შეშფოთებული ასეთი ქმედებებით, მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს შეშფოთებული ნატო,“– აღნიშნა მან. 

რუსმა სამხედრო ექსპერტმა ალექსანდრე გოლცმა განუცხადა რადიო "თავისუფლების" რუსულენოვან სამსახურს „ეხო კავკაზა“–ს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება „უცნაურად გამოიყურება“. „ეს არის კლასიკური ილუსტრაცია იმისა, თუ როგორ შეიძლება ქვემეხიდან ბეღურებს ესროლო,“ – განაცხადა მან. მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება სამხედრო ხელმძღვანელობის მიღებული არ არის.

„ეს სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელმაც იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ რუსეთი ყველა საშუალებით აპირებს დამოუკიდებელი აფხაზეთის დაცვას... ეს პროპაგანდისტული განცხადებების ნაწილია,“ – განაცხადა გოლცმა.

ამერიკული კვლევითი ცენტრის, "ჯეიმსთაუნის" ფონდის ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა 11 აგვისტოს დაწერა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთში C-300–ს განთავსება „საქართველოს საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული“. 

„ამ ნაბიჯის სავარაუდო მიზანია აღკვეთოს საქართველოს, და რა თქმა უნდა ამერიკისა და ნატოს ფრენები შავი ზღვის მიმდებარე სივრცეში, ასევე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის საჰაერო დერეფანში,“ – წერს სოკორი, "რუსეთის ასეთმა შესაძლებლობამ შეიძლება ხელი შეუშალოს საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მისი მოკავშირეების მიერ ამ საჰაერო მარშრუტის გამოყენებას გარკვეულ შემთხვევებში; ან შესაძლოა აიძულონ ისინი ფრენების შესახებ თავიანთი გეგმები გარკვეულ შემთხვევებში რუსეთთან წინასწარ შეათანხმონ“.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა 11 აგვისტოს ასევე განაცხადა, რომ ამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ამოცანაა „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეების დარღვევის აღკვეთა და  ნებისმიერი იმ საფრენი აპარატის განადგურება, რომელიც მათ საჰაერო სივრცეში შევა მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით განხორციელდება მათი ფრენა“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9