Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი "შეშფოთებულია" აფხაზეთში C-300–ის განლაგების გამო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 აგვ.'10 / 18:40

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ქეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ იგი „შეშფოთებულია“ რუსეთის განცხადების გამო, რომ მან აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა „საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე“.
 
„აფხაზეთში ამგვარი სისტემის განთავსება ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას და მისი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებს [8 სექტემბრის შეთანხმება] ეწინააღმდეგება და რეგიონში დაძაბულობის შემდგომი ზრდის რისკს ქმნის,“ – ნათქვამია ეშტონის მიერ 13 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში.

„მოვუწოდებ რუსეთს სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ევროკავშირი კვლავ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოში უსაფრთხოების და სტაბილურობის მიმართ, საერთაშორისო სამართლით აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული პატივისცემის საფუძველზე,“ – განაცხადა ეშტონმა.

რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურმა განაცხადა 11 აგვისტოს, რომ რუსეთმა აფხაზეთში C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი განათავსა. იმავე დღეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის განთავსების თაობაზე შესაძლოა არც იყოს სიახლე, რადგან მოსკოვს ასეთი სისტემა რეგიონში 2008 წლიდან აქვს განთავსებული. 13 აგვისტოს რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იტყობინება კრემლის წყაროზე დაყრდნობით, რომ რუსეთმა C -300 ტიპის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი აფხაზეთში 2 წლის წინ განათავსა და ახლა მხოლოდ მისი დისლოკაციის ადგილი შეიცვალა.

ბრიუსელში განთავსებული EUobserver.com იტყობინებოდა, რომ რუსეთის 11 აგვისტოს განცხადება ევროკავშირისთვის მოულოდნელი იყო. ეს განცხადება იმ დღეს გაკეთდა, როდესაც ეშტონი ტელეფონით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ესაუბრა. „მას [ლავროვს] ამ თემაზე არაფერი უთქვამს. [საუბრიდან] ერთ საათში ან ცოტა მეტში ჩვენ ეს ამბავი შევიტყვეთ,“ – იტყობინება EUobserver.com ევროკავშირიდან უცნობ წყაროზე დაყრდნობით.   

ეშტონმა, სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის აფხაზეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, განაცხადა ასევე, რომ „საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემის საფუძველზე უნდა განხორციელდეს“.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9