Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კალანდაძე: სომხეთი სრულად აცნობიერებს რუსეთიდან საქართველოს მიმართ მომავალ საფრთხეებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აგვ.'10 / 15:21

ერევანისა და მოსკოვის გადაწყვეტილება სომხეთში არსებული გიუმრის რუსული ბაზისთვის ვადის 2044 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე "ორი სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

“ჩვენთვის მთავარი ისაა, რომ სომხეთი სრულად აცნობიერებს და აცნობიერებდა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებს, რომელიც ეხებოდა საქართველოს, მათ შორის რეგიონალურ კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ცნობიერება ჩვენი მეზობლის [სომხეთის] დონეზე არსებობს, ჩვენ მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვიეჭვოთ, რომ სომხეთი რაიმე სახით რეგიონულ უსაფრთხოებას ეჭვქვეშ დააყენებს,“– განუცხადა მან 20 აგვისტოს ჟურნალისტებს.

1995 წლიდან სომხეთში განთავსებული გიუმრის სამხედრო ბაზისთვის განსაზღვრული 25–წლიანი ვადის 49 წლამდე გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და სერჟ სარგსიანმა ერევანში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, 20 აგვისტოს მიიღეს.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, როგორც იმოქმედებს რუსეთი იმ შემთხვევაში თუ მთიან ყარაბაღში იგივე სცენარი განმეორდება, როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მედვედევმა უპასუხა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ რეგიონში კრიზისული სიტუაციების წარმოქმნის შემთხვევაში იმოქმედებს სამოკავშირეო ვალდებულებების მიხედვით.

“რუსეთის, როგორც რეგიონში განთავსებული უდიდესი სახელმწიფოს ფუნქცია... მდგომარეობს მშვიდობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფაში,“– იტყობინება „ინტერფაქსი“ მედვედევის სიტყვებზე დაყრდნობით.

“ინტერფაქსი“ ასევე იტყობინება გეგმებზე, რომლის მიხედვითაც გიუმრის, ასევე სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები წლის ბოლომდე შევა „სამხრეთის“  გაერთიანებულ სტრატეგიულ სარდლობის დაქვემდებარებაში, რომელიც ასევე მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქს, ვოლგისპირეთისა და ურალის სამხედრო ოლქის დასავლეთ ნაწილს, შავი ზღვის ფლოტსა და კასპიის ზღვის ფლოტილიას.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13