Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი დევნილების შესახებ რეზოლუციისთვის გაეროს წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აგვ.'10 / 16:30

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ოფიციალური ვიზიტით ნიუ–იორკში იმყოფება, სადაც საქართველოს მიერ ინიცირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტის  - “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ” - მხარდაჭერის მოპოვების მიზნით შეხვედრებს მართავს.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 17 აგვისტოს დაიწყო და 30 აგვისტომდე გაგრძელდება, იაკობაშვილი ასევე გეგმავს საქართველოს ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას, იტყობინება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 25 აგვისტოს.

რუსეთმა უკვე გააკრიტიკა რეზოლუციის პროექტი როგორც საქართველოს "არაკონსტრუქციული“ ნაბიჯები, რამაც 27 ივლისს ჟენევაში გამართული დისკუსიების ბოლო რაუნდზე შექმნილ “ატმოსფეროზე უარყოფითად იმოქმედა“.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მსგავსი რეზოლუციები ორჯერ უკვე მიიღო, ბოლო ორი წლის განმავლობაში. საქართველო ცდილობს გაეროს იმ წევრი სახელმწიფოების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც რეზოლუციას დაუჭერენ მხარს.

გენერალურმა ასამბლეამ 2008 წლის მაისშიც მიიღო მსგავსი რეზოლუცია 14 ხმით 11 წინააღმდეგ, 105-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა და ასევე მათი შთამომავლების, მიუხედავად ეთნიკურობისა“, დაბრუნების უფლებას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

2009 წლის რეზოლუციას, რომელიც ასევე აღიარებდა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას ორივე სეპარატისტულ რეგიონში, 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნიუ–იორკში თემურ იაკობაშვილმა შეხვედრები გამართა აფრიკული კავშირის წარმომადგენლებთან; CARICOM-ის (კარიბეთის 15 ქვეყნის თანამეგობრობა) წარმომადგენლებთან; და ასევე ANDEAN-ის (პერუ, კოლუმბია, ბოლივია, ეკვადორი) და წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12