Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტყიბულის მაღაროში აფეთქების მსხვერპლი 4–მდე გაიზარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 სექ.'10 / 14:43

ტყიბულის მაღაროში გასულ კვირაში მომხდარი აფეთქებით გამოწვეული მსხვერპლი 4–მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც 43 წლის მაღაროელი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

27 აგვისტოს მომხდარმა აფეთქებამ სამი მაღაროელის სიცოცხლე მაშინვე შეიწირა, ხოლო შვიდი მძიმედ დაშავდა. ამჟამად საავადმყოფოში ექვსი მძიმედ დაშავებული მაღაროელი რჩება.

ოთხი მაღაროელი დაიღუპა და ერთი დაშავდა 2010 წლის 3 მარტს, როდესაც 850 მეტრის სიღრმეში, იმავე მაღაროში, აფეთქება მოხდა.

2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი დაიღუპა და სამი დაშავდა დამცავი ჯებირის ჩამოშლის შედეგად იმავე მაღაროში.

ტყიბულის მაღაროს  საქნახშირი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, რათა დადგინდეს თუ რა გახდა 27 აგვისტოს მომხდარი აფეთქების მიზეზი.

3 მარტს მომხდარ ფაქტზე გამოძიებამ დაადგინა, რომ აფეთქებაში დამნაშავენი იყვნენ თავად მაღაროელები, რომლებმაც, გამოძიების თანახმად, დაუდევრობა გამოიჩინეს და უსაფრთხოების წესები დაარღვიეს.

თუმცა, გაზის, ნავთობისა და ნახშირის მრეწველობის პროფკავშირმა ეჭვი შეიტანა  გამოძიების ოფიციალურ შედეგებში აღნიშნა რა, რომ უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული მაღაროს მმართველი კომპანიის მხრიდან და აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ სავენტილაციო სისტემის გაუმართაობა იყო, რამაც გამოიწვია მაღაროში სახიფათო აირის დაგროვება. ეს ბრალდებები მაღაროს მმართველმა კომპანიამ უარყო.

როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ტყიბულში ჩავიდა, 27 აგვისტოს აფეთქებიდან მეორე დილით, მან განუცხადა მაღაროელებს, რომ სავენტილაციო სისტემა დამონტაჟებული იყო, მაგრამ პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ "დისციპლინა მორყეულია“.

“ვანო [მერაბიშვილი, შს მინისტრი] იყო, მუშაობდა ღამით და რაც გამოიკვლია, რაც გაიკითხა–გამოიკითხა [არის რომ]  ინსტრუქტაჟი ყოველი ჩასვლის წინ არ უტარდება ხალხს... როგორც ჩანს, დისციპლინა მორყეულია, სავენტილაციო ისინი გაკეთებულია ასე თუ ისე,“– განუცხადა მან მაღაროელებს, "შახტაში შესვლის წინ ყველა მეშახტეს უნდა ვკითხოთ: ‘აი, რა არის უსაფრთხოების წესები?’ მან უნდა მოგიყვეს... ყოველი ჩასვლის წინ მანტრასავით უნდა გაგიმეოროს“. 

პროფკავშირების წარმომადგენლები 2 სექტემბერს პარლამენტის წინ მდუმარე აქციის გამართვას გეგმავენ, რათა დაღუპულ მაღაროელებს პატივი მიაგონ და ასევე გააპროტესტონ უსაფრთხოების ზომების არ არსებობა ქვანახშირის მაღაროებში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12