Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი დიპლომატები პრიორიტეტებს განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 სექ.'10 / 18:28

  • ვაშაძე: საქართველო მზადაა რუსეთს წინაპირობების გარეშე ესაუბროს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების 50–მდე ხელმძღვანელი შეიკრიბა თბილისში 7–9 სექტემბერს მიმდინარე ამაბასადორიალზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახილველად.

“ეს [პრიორიტეტები] უპირველეს ყოვლისა არის უსაფრთხო და სტაბილური სივრცის შექმნა საქართველოს გარშემო; მაქსიმალურად მოზიდვა უცხოური პირდაპირი ინვესტიციების და იმის ხელის შეწყობა, რომ ჩვენ ქვეყანაში გაგრძელდეს დემოკრატიული, ლიბერალური თავისუფალ ეკონომიკურ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა,“– განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მანამ, სანამ დახურულ კარს მიღმა დიპლომატებს მიმართავდა.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა დიმპლომატებთან შეხვედრის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ერთ–ერთი პრიორიტეტია საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება საერთაშორისო დონეზე.

"ჩვენ გამოვედით იმ პერიოდიდან, როცა ვმუშაობდით არ აღიარებაზე, ძირითადი პარტნიორებისგან ჩვენ ასეთი პირობა გვაქვს,  რა თქმა უნდა, არ აღიარების პოლიტიკა ისევ გრძელდება... მაგრამ ახლა ჩვენ ვმუშაობთ აღიარებაზე, ოღონდ ამ ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებაზე. მიგვაჩნია, რომ ამ რეგიონების ოკუპირებულად აღიარება უფრო დააჩქარებს მათ დეოკუპაციას და საერთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“– განაცხადა იაკობაშვილმა. 

მოგვიანებით, იმავე დღეს თბილისში ვიზიტით მყოფ მის ესტონელ კოლეგასთან, ურმას პაეტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ვაშაძემ განაცხადა, რომ თბილისი მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

შეკითხვაზე, რამდენი ხანი დასჭირდებათ საქართველოსა და რუსეთს პირდაპირი დიალოგის დასაწყებად, ვაშაძემ უპასუხა: "წინასწარმეტყველება ჩემი საქმე არ არის; არ შემიძლია გამოვიცნო. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ საქართველო მზადაა ესაუბროს რუსეთს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ საკითხზე წინაპირობების გარეშე – ეს არის ძირეული განსხვავება დემოკრატიასა და არა–დემოკრატიას შორის; რუსეთი გვეუბნება, რომ არ სურს საქმე დაიჭიროს თუ ესაუბროს საქართველოს მთავრობას, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული“.

“საბოლოო ჯამში რუსეთს მაინც მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და ნორმალური, ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება ჩვენთან, ზუსტად ისევე, როგორც რუსეთს ბოლოს მოუხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ურთიერთობების მოგვარება; მაგრამ, არ შემიძლია გითხრათ როდის – ვიმედოვნებ, რომ უფრო ადრე მოხდება, ვიდრე გვიან,“– განაცხადა ვაშაძემ.

ორდღიან ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე საქართველოს მთავრობის წევრები გამოვლენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მიმართა ქართველ ელჩებს და ანალოგიურია მოსალოდნელი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე სტუბისა და ეუთოს გენერალური მდივნის მარკ პერინ დე ბრიშამბოსგან საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 8 სექტემბერს. ამბასადორიალი 9 სექტემბერს პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლით დასრულდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2023, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18